კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:11 / 17-07-2017
როგორ ეხმაურება კახა კალაძე თათია დოლიძისადმი "ქართველთა მარშის" მომხრეების აგრესიას
გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდების ყოფილმა წარმომადგენელმა, თათია დოლიძემ 14 ივლისს "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამართული "ქართველთა მარშის" შესახებ პოსტი გამოაქვეყნა და ორგანიზატორების მოთხოვნები გააკრიტიკა. დოლიძის პოსტს მარშის მონაწილეთა და ორგანიზატორთა მხრიდან სოციალურ ქსელებში არაერთი უცენზურო, უხამსი და შეურაცხმყოფელი კომენტარი მოჰყვა. საზოგადოების მეორე ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ, აღნიშნული პოსტები ავტორებმა წაშალეს, უარყვეს ან განაცხადეს, რომ მათი სახელით "ფეიკ" გვერდებიდან შეგნებულად გავრცელდა შეურაცხმყოფელი პოსტები, რათა მათი დისკრიმინაცია მომხდარიყო. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც, კრიტიკის შემდეგ, კიდევ უფრო აგრესიული და უცენზურო კომენტარები დაწერეს (წაიკითხეთ ვრცლად)

სოციალურ ქსელში გამართულ დაპირისპირებას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, რომელიც მხარეებს კორექტულობისა და ღირსეული ოპონირებისკენ მოუწოდებს:

"ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება და ადამიანების შეურაცხყოფა. წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის - სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ქალისადმი პატივისცემა და ვაჟკაცობა, და რეალურად, საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე. საზოგადოება, პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდება ასეთი სტილის ოპონირების პირობებში.

განსხვავებულ, მიუღებელ
აზრს პატივს თუ არ ვცემთ, უნდა იმის უნარი მაინც გვქონდეს, საკუთარი ისე ჩამოვაყალიბოთ და დავუპირისპიროთ, რომ ადამიანებს ღირსება არ შევულახოთ. მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს - იმოქმედეთ, ისაუბრეთ და დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში" - ვკითხულობთ კალაძის პოსტში.

წაიკითხეთ: "ვაი თქვენს კაცობას!" - თათია დოლიძე "ქართველთა მარშის" მონაწილეთა უხამს კომენტარებს პასუხობს
03:38 / 24-07-2017
ნანა
0
დიქტატორთა სახელი სამწუხაროდ უფრო მეტ ხანს და მეტ ადამიანს ახსოვს, მათ მიერ ჩადენილი შავბნელი საქმეების გამო,მათ შორის არის სააკაშვილიც!
16:55 / 18-07-2017
ქ-ნ მანანას
8
თურმე კალაძე ტაიმებს შორის ისტორიის წიგნებს კითხულობდა.ასეთი იაფასიანი ტყუილებით კალაძის დონის პროვინციელებს თუ გააბრუებთ.ვთქვათ სულაც წითელი დიპლომი აქვს მაგრამ ენერგეტიკასთან ამას რა საერთო აქვს.ბენზინი რომ 2,5ჯერ ძვირია ნავთობის ფასიდან გამომდინარე ვიდრე მიშას დროს იყო,ერთი ლარი ახლა ვის ჯიბეში მიდის?მოკლედ ესენი მოსულები არიან გასამდიდრებლად ჩვენს ხარჯზე.
მსგავსი სიახლეები
კალაძის განმარტებით, მათმა გუნდმა იცის, როგორც გადაჭრას პრობლემები, რომლებიც თბილისშია
კახა კალაძის საარჩევნო შტაბი კოსტავას ქუჩაზე, 14 ნომერშია განთავსებული
"თბილისში ე.წ. ხრუშოვკების ხანა დიდი ხანია დასრულდა"
"მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია, უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია ჩატარდეს სხვა ლოკაციაზე"
შსს-მ თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:36 / 25-09-2017  Image მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ტემპერატურის ვარდნა - უახლოესი დღეების პროგნოზი
27-28 სექტემბერს საქართველოში ცივი მასების გავრცელების გამო
11:14 / 25-09-2017  Image დონალდ ტრაპმა 8 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა შეუზღუდა
ამის შესახებ თეთრი სახლის საიტზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი
18:15 / 25-09-2017  Image "ბილტმორ თბილისის" საკვირაო ბრანჩი "ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის" შვილობილების მხარდასაჭერად
წელს "სიცოცხლის ფესტივალის" ფარგლებში ეს პირველი ღონისძიება არ ყოფილა
09:27 / 25-09-2017  Image ვჭამთ თუ არა რეალურად "ნამდვილ პურს" - რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა
პურის უხარისხობა მრავალი კომპონენტითაა განპირობებული
14:26 / 25-09-2017  Image კრასნოდარში კანიბალების ოჯახი დააკავეს
НТВ-ს ცნობით, კანიბალები ოჯახის წევრები არიან და მათ შესაძლოა შვიდიდან 30-მდე მკვლელობა ჰქონდეთ ჩადენილი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49