"თქვენ ჟურნალისტები არ ხართ, თქვენ ივანიშვილის აგენტები და ცრუპენტელა არხები ხართ" - სააკაშვილი "იმედს" და საზოგადოებრივ მაუწყებელს

"თქვენ ჟურნალისტები არ ხართ, თქვენ ივანიშვილის აგენტები და ცრუპენტელა არხები ხართ" - სააკაშვილი "იმედს" და საზოგადოებრივ მაუწყებელს

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მატარებელში, რომლითაც ის პოლონეთის დატოვებას და უკრაინაში გამგზავრებას აპირებს, ტელეკომპანია "იმედის" და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

"ხელები გაწიეთ მე არ ველაპარაკები "იმედს". არ მაინტერესებს. მე არ ვპასუხობ ოლიგარქების ტელევიზიის კითხვებს. მე ტელეკომპანია "იმედი" მიმაჩნია ივანიშვილის კარის ტელევიზიად, ასე რომ კარგად იყავით... მადლობა ყველაფრისთვის, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. მომიკითხეთ ივანიშვილი, კარგად მეყოლეთ! მე ველაპარაკები მხოლოდ თავისუფალ მედიას და თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი. აქ არიან სერიოზული პოლიტიკოსები და მოიქეცით ადამიანურად", - უთხრა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტს.

იხილეთ ვიდეო

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ აღმოჩნდა ადგილი მათთვის მანქანაში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან გადაადგილდებოდა, ექს-გუბერნატორმა უპასუხა: "თქვენი ადგილი არის ივანიშვილის გვერდით და იქ უნდა წაბრძანდეთ, თქვენ მოვალეობას ასრულებთ ივანიშვილის მიმართ, ახლა დამანებეთ თავი და ნუ უშლით ხალხს ხელს მუშაობაში. თქვენ ჟურნალისტები არ ხართ, თქვენ ივანიშვილის აგენტები და დაქირავებული ცრუპენტელა არხები ხართ" - ასეთი პასუხი გასცა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა "იმედის" კორესპონდენტის ლევან კვატშიძისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის გურამ როგავას მიერ რამდენჯერმე დასმულ შეკითხვას.

"ინტერსითის" მატარებელი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინში დაბრუნებას გეგმავდა, ჯერ კიდევ გაჩერებულია. მგზავრების ნაწილი მატარებელს ტოვებს, რათა უკრაინაში სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჩავიდნენ.

მატარებელში გამოაცხადეს, რომ იქამდე არ დაიძვრებიან, სანამ მასში იმყოფება პირი, რომელსაც მგზავრობის უფლება არ აქვს. მიხეილ სააკაშვილს მატარებლის დატოვებას სთხოვენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."