ზაზა ბიბილაშვილი: "ისტორიაში ყველაზე წარუმატებელმა იუსტიციის მინისტრმა ხელისუფლების უპრეცედენტო მარცხი ხალხს წარმატებად წარუდგინა"

ზაზა ბიბილაშვილი: "ისტორიაში ყველაზე წარუმატებელმა იუსტიციის მინისტრმა ხელისუფლების უპრეცედენტო მარცხი ხალხს წარმატებად წარუდგინა"

"შეუძლებელია არ აღინიშნოს საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის როლი, რომელმაც სულ რაღაც ერთი საათის წინ მისი ხელისუფლების მორიგი, უპრეცედენტო მარცხი წარმატებად წარუდგინა ჩვენს ხალხს" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა ბიბილაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბიბილაშვილმა მედიას ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პარტიის პოზიცია გააცნო. პარტიაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მერაბიშვილი. მათივე განცხადებით, მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და მისი პატიმრობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

"მივესალმებით ევროსასამართლოს დიდი პალატის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ დღეს საქართველოში არიან პოლიტპატიმრები. ეს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან ევროსასამართლოს არსებობის 60- წლიან ისტორიაში სასამართლომ სულ მეექვსედ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა. ხოლო დიდი პალატის შემთხვევაში ეს იყო პირველი პრეცედენტი.

მე-18 მუხლის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანის პატიმრობა ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ სხვა მიზნებს. ყველა სხვა შემთხვევაში, როცა სასამართლოს მიერ დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა, ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება - მათ შორის პუტინის რუსეთი და იანუკოვიჩის უკრაინა, იძულებულები იყვნენ უკანონო პატიმარები პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ. ახლა გამოჩნდება, შერჩა თუ არა ხელისუფლებას საღი აზრის მცირედი ნატამალი მაინც.

არჩევანი მარტივია - ან ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს სახელმწიფო ინტერესების შემდგომ დაზიანებას, ან მან უნდა გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი. ამ პროცესში შეუძლებელია არ აღინიშნოს საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის როლი, რომელმაც სულ რაღაც 1 საათის წინ მისი ხელისუფლების მორიგი, უპრეცედენტო მარცხი წარმატებად წარუდგინა ჩვენს ხალხს", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

წაიკითხეთ: რას გამოიწვევს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეში - იუსტიციის სამინისტროს განმარტება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."