კალაძე "ფეისბუქ-ლაივში" 95-ე ბაღის სამზარეულოდან ჩაერთო: "მშობლებო, თქვენი შვილები იკვებებიან ჯანსაღი პროდუქტით"

კალაძე "ფეისბუქ-ლაივში" 95-ე ბაღის სამზარეულოდან ჩაერთო: "მშობლებო, თქვენი შვილები იკვებებიან ჯანსაღი პროდუქტით"

"მინდა ყველა დავაწყნარო, მშობლებს ვუთხრა რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს კვებასთან დაკავშირებით, თქვენი შვილები იკვებებიან აბსოლუტურად ჯანსაღი პროდუქტებით" - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 95-ე ბაღში სტუმრობისას განაცხადა.

კალაძე ბაღის სამზარეულოდან "ფეისბუქ-ლაივში" ჩაერთო და ინტერნეტმომხმარებელს აჩვენა როგორ მიდის სასადილოში საჭმლის კეთების პროცესი. მისივე თქმით, თბილისის ბაგა-ბაღების მენიუდან გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამოიღეს სახიფათო პროდუქტები, მათ შორის, მარილისა და შაქრის ოდენობები.

წაიკითხეთ: რას ჭამენ ბაგა ბაღების აღსაზრდელები - კახა კალაძე თბილისის ბაღების მენიუს ასაჯაროვებს

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძე - "მინდა ყველა მძობელი დავაწყნარო"

"ამ წუთში ვიმყოფებით 95-ე ბაგა ბაღში. მე მივიღე გადაწყვეტილება, მოვსულიყავი ერთ-ერთ ბაღში გაფრთხილების გარეშე, რადგან თქვენ იცით, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს სიცრუის კამპანია, თითქოს ბაღებში კვების რაციონი არის შემცირებული და ბავშვები არიან საჭმლის გარეშე. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე... თქვენ ხედავთ, როგორი პირობებია აქ სამზარეულოში, სადაც პატარებისთვის საკვები მზადდება. საკვები არის ბავშვებისთვის საკმარისი. ერთადერთი, რისი შემცირებაც მოხდა, არის მარილი და შაქარი ისევ ჩვენი შვილების და პატარების ჯანმრთელობისთვის.

არანაირი პრობლემა კვებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა კომპანიასთან, არის ერთთვიანი. ტენდერი გამოცხადებულია და ველოდებით ყველა კომპანიას, ვისაც სურს მონაწილეობის მიღება", - განაცხადა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები