რას ჭამენ ბაგა ბაღების აღსაზრდელები - კახა კალაძე თბილისის ბაღების მენიუს ასაჯაროვებს

რას ჭამენ ბაგა ბაღების აღსაზრდელები - კახა კალაძე თბილისის ბაღების მენიუს ასაჯაროვებს

ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელი იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის ბაგა-ბაღების მენიუდან გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამოიღეს სახიფათო პროდუქტები, მათ შორის, მარილისა და შაქრის ოდენობები.

"ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელი იყო, თითქოს მერიამ შეამცირა აღსაზრდელების კვების მენიუ, რაც არის აბსოლუტური სიცრუე. გაეროს ბავშვთა ფონდი დიდი ხანია აღნიშნავს, რომ საქართველოში ბაგა-ბაღების მენიუს გათვალისწინებით კალორაჟი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, შესაბამისად, 2017 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ მიიღო 487-ე დდგენილება, რომლის მიხედვით განისაზღვრა კალორაჟის ახალი ნორმა.

აღნიშნული კალორაჟის მიხედვით მოხდა მენიუს დამტკიცება საერთაშოროსო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. არსებულ რაციონში მოიმატა ცილოვანი პროდუქტების რაოდენობამ, მათ შორის, ხორცის, თევზის, ყველის და რძის პროდუქტებმა და შემცირდა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები, მათ შორის, მარილისა და შაქრის დღიური ნორმა. ჩვენ ვერ დავუშვებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. აქ მთავარ სიტყვას ამბობენ სპეციალისტები და ჩვენ ვალდებულები ვართ ზედმიწევნით დავიცვათ მათი რეკომენდაციები. მინდა წარმოგიდგინოთ მენიუ, თუ რით იკვებება ჩვენი მომავალი თაობა, ეს დაურიგდება მერიას და გასაჯაროვდება, რათა საზოგადოება გარკვეულმა ადამიანებმა არ შეიყვანონ შეცდომაში", - განაცხადა კალაძემ.

ასევე წაიკითხეთ: კალაძე "ფეისბუქ-ლაივში" 95-ე ბაღის სამზარეულოდან ჩაერთო: "მშობლებო, თქვენი შვილები იკვებებიან ჯანსაღი პროდუქტებით"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი