სკანდალურ "VIP" ავთანდილ ბერიძეს ახალი წლიდან 83 000 ლარიანი მანქანა მოემსახურება

სკანდალურ "VIP" ავთანდილ ბერიძეს ახალი წლიდან 83 000 ლარიანი მანქანა მოემსახურება

აჭარის მაღალჩინოსნების ვნება მაღალბიუჯეტიანი მანქანების მიმართ ადგილობრივმა მედიამ აიტაცა.

ცნობილია, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეს, რომელსაც ამ დრომდე "ტოიოტა პრადო" და "ტოიოტა კამრი" ემსახურებოდა, მომავალი წლიდან 2012 წლის "ტოიოტა პრადოს" ნაცვლად, ამავე მარკის 2014 წლის მოდელი მოემსახურება.

ინფორმაციას ჟურნალისტებთან თავად ავთანდილ ბერიძეც ადასტურებს, თუმცა დასძენს, რომ 83 000 ლარად ღირებულ ავტომანქანას არა პერსონალიებისთვის, არამედ უმაღლესი საბჭოსთვის ყიდულობენ.

მომავალი წლიდან "ლენდ კრუიზერ პრადო" მოემსახურება აჭარის განათლების მინისტრსაც. მას ამჯერად "ჰიუნდაი სონატა" ემსახურება, თუმცა მანქანა, რომლითაც მინისტრი მომდევნო წელს ივლის, 73 000 ლარი ღირს.

რაც შეეხება უმაღესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს, ავტომობილების მიმართ მისი განსაკუთრებული სიყვარულის შესახებ აქამდეც იწერებოდა. ყველაზე მეტად საზოგადოება მაშინ გააოცა, როდესაც ბათუმის ბულვარშიც კი ავტომობილით გამოჩნდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უკანასკნელად ელექტრონული მედიისა და "ფეისბუქ-აუდიტორიის" ყურადღება მაშინ მიიპყრო, როდესაც ქსელში თეთრ ბაჭიასთან ერთად გადაღებული მისი თითქმის შიშველი ფოტოები გამოჩნდა.

იხილეთ: შიშველი ავთანდილ ბერიძე თეთრი ბაჭიით ხელში (+ფოტოგალერეა)

ასევე დაგაინტერესებთ:

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - "დიახ, მე ვარ VIP სტატუსის მქონე ადამიანი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა