პროკურატურის "ლექსუსმა" და იმერლიშვილის უწყების ხარჯებმა ავთანდილ ბერიძის სკანდალი გადაფარა - "სოლიდარობა ავთოს პრადოს"

პროკურატურის "ლექსუსმა" და იმერლიშვილის უწყების ხარჯებმა ავთანდილ ბერიძის სკანდალი გადაფარა - "სოლიდარობა ავთოს პრადოს"

სოციალურ ქსელებში ვრცელდება დოკუმენტები, რომლის მიხედვით, 2013 წლის 10 დეკემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 1 ცალი ე.წ. ჯიპი (LEXUS LX 570) 174 575 ლარად შეისყიდა. ეს უპრეცედენტოდ მაღალი თანხაა, რაც ხელისუფლებას ავტომობილების შესყიდვისთვის გადაუხდია.

ამასთან, გავრცელდა კიდევ რამდენიმე დოკუმენტის ასლი, რომლის მიხედვით უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის თანაშემწემ, გიორგი გუგუნავამ საბიუჯეტო თანხებით 1749 ლარის ღირებულების iphone და 335 ლარის ღირებულების კომპიუტერის ჩანთა შეიძინა.

კიდევ ერთი გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით კი, 2013 წლის 6 დეკემბერს ირინა იმერლიშვილის უწყებამ 78 000 ლარის ღირებულების Toyota LANDCRUISER L C150 (PRADO) შეიძინა.

ასევე იხილეთ

ირინა იმერლიშვილის პასუხი საბიუჯეტო სახსრებით შეძენილ მანქანაზე, Iphone-სა და ძვირადღირებულ კომპიუტერის ჩანთაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა