ირინა იმერლიშვილის პასუხი საბიუჯეტო სახსრებით შეძენილ მანქანაზე, Iphone-სა და ძვირადღირებულ კომპიუტერის ჩანთაზე

ირინა იმერლიშვილის პასუხი საბიუჯეტო სახსრებით შეძენილ მანქანაზე, Iphone-სა და ძვირადღირებულ კომპიუტერის ჩანთაზე

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა საბიუჯეტო სახსრებით ავტომანქანა, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და კომპიუტერის ჩანთა შეიძინა. ჩვენ დავუკაშირდით მას და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ:

ირინა იმერლიშვილი:

- ეს არის ღია ინფორმაცია და ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. უშიშროების საბჭოს აპარატს ბევრი რამე სჭირდება, მათ შორის, მობილური ტელეფონი, კომპიუტერიც და ხანდახან კომპიუტერის ჩანთაც. რაც შეეხება ავტომობილს, ტოიოტა "პრადო" არის იგივე მარკის ავტომობილი, რაც მანამდე ჰყავდა უშიშროების საბჭოს მდივანს და მოხდა მისი ჩანაცვლება, ანუ თანხის მხოლოდ ნაწილი გადავიხადეთ.

- ის ავტოპარკი, რასაც იყენებდა უშიშროების საბჭო, ნუთუ იმდენად იყო მოძველებული, რომ მისი სასწრაფოდ განახლება გახდა საჭირო?

-არაფრის დამატება არ მომხდარა, ჩანაცვლდა ერთი ავტომანქანა მეორეთი. დიახ, იყო ძველი მანქანა. უშიშროების საბჭოს მდივანს ემსახურებოდა საკმაოდ მოძველებული, რამდენიმე წლის მანქანა, სადაც დაცვის წარმომადგენლებს მთელი რიგი პროცედურები ჰქონდათ ჩატარებული.

- ანუ ის მანქანა, რითაც გიგა ბოკერია მგზავრობდა, ისე იყო გამოსული მდგომარეობიდან, რომ თქვენ ვეღარ გამოიყენებდით?

-დიახ, იყო და კიდევ იყო სხვა უამრავი პრობლემაც. ამ მანქანის შეძენით არავითარი კანონი არ დაღვეულა.

იხილეთ სრულად Kvirispalitra.ge-ზე

ასევე დაგაინტერესებთ:

პროკურატურის "ლექსუსმა" და იმერლიშვილის უწყების

ხარჯებმა ავთანდილ ბერიძის სკანდალი გადაფარა - "სოლიდარობა ავთოს პრადოს"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა