თინა ხიდაშელი ზურაბ ქარუმიძის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე

თინა ხიდაშელი ზურაბ ქარუმიძის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე

ზურაბ ქარუმაძე არის ფანტასტიური ადამიანი და საქართველოსთვის იქნება საამაყო, ასეთი კაცი წარმოადგენდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად ზურაბ ქარუმაძის კანდიდატურის შესაძლო განხილვის კომენტირებისას განუცხადა.

"მე არ ვიცი, ზურაბ ქარუმიძე განიხილებოდა თუ არა ელჩად, არც სტატიები წამიკითხავს, 2-3 კვირა არ ვიყავი საქართველოში, ამიტომ ნამდვილად არ ვარ ამ ჭორაობის მონაწილე. ზურა არის აბსოლუტურად ფანტასტიური ადამიანი. საქართველო იამაყებს, თუ ზურაბ ქარუმიძე იქნება ჩვენი წარმომადგენელი რომელიმე ქვეყანაში. თუ საკითხი დგას მისი ელჩობის შესახებ, საქართველოსთვის იქნება საამაყო, რომ მას ასეთი კაცი წარმოადგენდეს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის კრიტიკულ განცხადებებს ზურაბ ქარუმაძესთან მიმართებაში, ხიდაშელი აცხადებს, რომ "ჯაჭვლიანის რეაქციაზე კომენტარის გაკეთება მისი საქმე არ არის".

ინფორმაცია მწერალ ზურაბ ქარუმიძის დიდ ბრიტანეთში ელჩად შესაძლო დანიშვნის შესახებ გუშინ გავრცელდა, თუმცა ეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო უწყებაში არ დაადასტურეს.

ასევე იხილეთ:

გიორგი ხასაიამ პარლამენტარებს სხდომაზე უხამსი ლექსი წაუკითხა

გიორგი ხასაიამ პარლამენტარებს სხდომაზე უხამსი ლექსი წაუკითხა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა