გიორგი ხასაიამ პარლამენტარებს სხდომაზე ქარუმიძის ”მელია-ტულეფიადან” უხამსი ტექსტი წაუკითხა

გიორგი ხასაიამ პარლამენტარებს სხდომაზე ქარუმიძის ”მელია-ტულეფიადან” უხამსი  ტექსტი წაუკითხა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი კანონპროექტის განხილვის პროცესში, კომიტეტის სხდომათა დარბაზში გიორგი ხასაია შევიდა, რომელმაც მიკროფონში ზურაბ ქარუმიძის ნაწარმოებიდან ”მელია-ტულეფია: FOXTROT” ტექსტის კითხვა დაიწყო. ტექსტში არსებული უხამსი სიტყვების გამო, მას ტექსტის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს და დარბაზი დაატოვებინეს.

ვახტანგ ხმალაძემ მისი ვინაობის დადგენა მოითხოვა. გიორგი ხასაია ერთ-ერთ მედიასაშუალებაში მუშაობს, თუმცა აცხადებს, რომ პარლამენტში მოქალაქის სტატუსით იყო შესული.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

პარლამენტში მომხდარ სკანდალს თინა ხიდაშელი ეხმაურება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია