"მტკიცედ ჰქონდა განზრახული, კრიმინალური წარსულისთვის ზურგი ექცია!" - რაზე ალაპარაკდა შალვა აბულაძის საცოლე პრესასთან

"მტკიცედ ჰქონდა განზრახული, კრიმინალური წარსულისთვის ზურგი ექცია!" - რაზე ალაპარაკდა შალვა აბულაძის საცოლე პრესასთან

"ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პოლიციელები ჩემს სახლში გინებით მოვიდნენ და ჩხრეკა მოაწყვეს. ყველაფერს აქეთ-იქით ისროდნენ, ისევ ნარკოტიკების ჩადებით მემუქრებოდნენ, მათგან არც გამკვირვებია. აკი შალვას მეგობრებს კიდეც ჩაუდეს", - ეს არის ფრაგმენტი პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის საცოლის, ქრისტინე ციხელაშვილის მიერ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემული ინტერვიუდან.

ამავე ინტერვიუში ციხელაშვილი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, შალვა აბულაძეს პოლიციელი არ მოუკლავს, რადგან მისი თქმით, მაშინ, როდესაც აღნიშნული დანაშაული მოხდა, შალვა აბულაძე საქართველოში არ იმყოფებოდა.

"პირადად მე, გამოვრიცხავ, შალვას ჩაედინოს ეს დანაშაული. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, საქართველოში არ იმყოფებოდა. მეორე არანაირი მიზეზი არ ჰქონია, მათ თავს დასხმოდა, მესამე და მთავარი - მტკიცედ ჰქონდა განზრახული, კრიმინალური წარსულისთვის ზურგი ექცია! თანაც პოლიციელთა მიმართ ის არ იყო ნეგატიურად და ზიზღით განწყობილი. პირიქით, თუ რამე დარღვევას აწყდებოდა, რეაგირებისთვის პოლიციას მიმართავდა", - ამბობს ქრისტინე ციხელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ| ვინ არის შალვა აბულაძის ორსული საცოლე

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?