რა მდგომარეობაშია 3 წლის ბავშვი, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა

რა მდგომარეობაშია 3 წლის ბავშვი, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა

3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადავარდა, კვლავ სტაბილურად მძიმეა, თუმცა ექიმების განმარტებით, ის დღეს დილიდან კონტაქტური გახდა.

ქუთაისის ინტერვენციული კლინიკის ექიმების ინფორმაციით, ჯერჯერობით, დაშავებულისთვის ოპერაციის გაკეთება არ არის სავალდებულო, რადგან იმედოვნებენ, რომ თავის ტვინში გაჟონილი სისხლი ნელ-ნელა გაიწოვება და მცირეწლოვანის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

შეგახსენებთ, რომ სამ წლამდე ასაკის ბიჭი ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გუშინ გადმოვარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მცირეწლოვანი საავადმყოფოს მეოთხე სართულზე, ბავშვთა განყოფილების ერთ-ერთ პალატაში დედასთან ერთად იმყოფებოდა, მშობელი მისთვის სადილს ამზადებდა, რა დროსაც ბავშვი ფანჯარაზე ავიდა და გადმოვარდა.

მცირეწლოვანს თავის ტვინის ტრავმა, გულ-მკერდის ტრავმა და ქვედა კიდურების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სსკ-ის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა