რა ხდება სასტუმრო "ლეოგრანდთან" ხანძრის მეორე დღეს - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

რა ხდება სასტუმრო "ლეოგრანდთან" ხანძრის მეორე დღეს - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. მათგან 10 საქართველოს, ერთი კი ირანის მოქალაქეა.

ხანძარი სასტუმროს შენობაში საღამოს 20:00 საათისთვის გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით.

ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა: 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 120 მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ტექნიკასთან ერთად, აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. ხანძრის ლიკვიდაცია, დაახლოებით 5 საათში მოხერხდა.

წაიკითხეთ: "ლეო გრანდში" გარდაცვლილების ვინაობა ცნობილია - 6 მამაკაცი სასტუმროს ფიტნეს-დარბაზში სავარჯიშოდ იყო მისული

სასტუმროს გარეგნული დაზიანება არ აქვს. სასტუმროს შიგნით ძირითადი ზიანი დაკვამლიანებამ გამოიწია და დაღუპულები კვამლით არიან გარდაცვლილნი. ამჟამად, სასტუმროსთან სამართალდამცველები არიან შეკრებილნი. სასულიერო პირები კი პანაშვიდის გადასახდელად ემზადებიან - ბათუმში გაემგზავრა პატრიარქი, რომელიც სასტუმროსთან მივა და "ლეოგრანდში" დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.

ფოტო: მარიკო კეკელიძე

წაიკითხეთ: "ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის არიან საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეები" - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა