კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:48 / 25-11-2017
"ლეო გრანდში" გარდაცვლილების ვინაობა ცნობილია - 6 მამაკაცი სასტუმროს ფიტნეს-დარბაზში სავარჯიშოდ იყო მისული
ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" მომხდარი ხანძრის დროს დაღუპულთა ნაწილის ვინაობა ცნობილია.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაღუპული 6 ახალგაზრდა მამაკაცი ხანძრის დროს სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს გარდაცვლილების ახლობლებმა განუცხადეს. დაღუპულებიდან ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ ლიფტში იპოვეს, ორი კი სავარჯიშო დარბაზთან. გარდაცვლილი 6 მამაკაციდან 5 ბათუმელი იყო, ხოლო ერთი - გორიდან.

იხილეთ ვიდეო: ახალი დეტალები სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ხანძრის შესახებ

"29 და 33 წლის ბიჭები, სავარჯიშო
დარბაზში დაახლოებით, 1 საათის მისულები იქნებოდნენ, ინტენსიურად დადიოდნენ სასტუმროს დარბაზში და ვარჯიშობდნენ. ერთ-ერთი მეზღვაური იყო, 1 კვირის წინ დაბრუნდა ნაოსნობიდან. როგორც ვიცი, საუნადან გავრცელდა ხანძარი. შუქიც ჩაქრა, გზა ვეღარ გაიკვლიეს და კვამლის გამო გაიგუდნენ", - აცხადებს დაღუპულების ახლობელი.

ცნობილი ხდება რამდენიმე დაღუპულის სახელი და გვარი: მარად შანთაძე, ზაურ აბულაძე, გიორგი ცინცაძე, დათო ქამადაძე, როინ ჯოყილაძე, დავით ლორთქიფანიძე, ბექა შათიკაშვილი (ეს უკანასკნელი დაღუპულებს შორის ყველაზე ახალგაზრდა - 22 წლისაა, ის ბათუმში სასულიერო სემინარიის სტუდენტი იყო და ღვთისმშობლის ტაძარში სტიქაროსნად მსახურობდა).

იხილეთ: რა ხდება სასტუმრო "ლეოგრანდთან" ხანძრის მეორე დღეს - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

"ლეოგრანდში" ფიტნეს დარბაზში დადიოდნენ. ერთ-ერთი ჩვენს ეკლესიაში სტიქაროსანი იყო, ორი მათგანი, როგორც მითხრეს, ლიფტში კვამლისგან გაიგუდა. კიდევ ერთი იყო სავარჯიშოდ, რომელმაც დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო. გარდაცვლილები 23, 26 და 27 წლისები არიან", - განაცხადა გარდაცვლილების მეგობარმა.

ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილები პროზექტურიდან უკვე გადაასვენეს ოჯახებში.

გუშინ სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 8 დაშავებული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე.

ნინო ხოზრევანიძე
AMBEBI.GE


წაიკითხეთ: "ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის არიან საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეები" - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
10:29 / 27-11-2017
ბათუმელი
0
ძალიან მძიმეა ეს ბათუმლებისთვის. მთელი ქალაქი გლოვობს.ზოგიერთი უღირსი პოლიტიკოსი ძალიან გთხოვთ ნუ გამოგყავთ ტელევიზიით. გუშინ მთელი დღე პოზირებდა ტელევიზიით უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აჭარის პროფკავშირების თავმჯდომარე , სასტუმროს მფლობელი და ბიზნესმენი ილია ვერძაძე. ხომ მაგარია არა? მართალი ყოფილა კაცი რომ, შუბლის ძარღვს გაიწყვეტს ადვილია ცხოვრებაო.დღეს ბათუმს ყავს მართლაც კარგი მერი და აჭარას ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე. ისინი ვაჟკაცურად იქცევიან .ყველა დამნაშავე ვართ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ღმერთო დაიფარე ჩემი ქვეყანა
22:50 / 26-11-2017
რუსიკო
2
რა უბედურებები ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, რა შევცოდეთ ასეთი, რა ახალგაზრდები იღუპებიან ღმერთო ჩემო, ვინ უნდა აგოს პასუხი ყველაფერ ამაზე რაც უახლოეს დღებში მოხდა, სხვათა უბედურებაზე უნდათ ქვეყნის აშენება, ესაა მამულიშვილობა?
მსგავსი სიახლეები
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო
ცოლ-ქმარი მეგობართან ერთად ესწრებოდა ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას
+VIDEO საქართველოს მოქალაქე ნიცაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა
ტრაგედია ცხინვალში - დაღუპულია 6 რუსი სამხედრო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49