შსს-ს პირველი კომენტარი გოგა ხაჩიძის პროვოკაციულ ექსპერიმენტზე

შსს-ს პირველი კომენტარი გოგა ხაჩიძის პროვოკაციულ ექსპერიმენტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროში საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოგა ხაჩიძის "ექსპერიმენტს" არასერიოზულს უწოდებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე პრემიერ-მინისტრის სახლთან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ყოველთვის არიან მობილიზებული.

"ეს არის არასერიოზული ექსპერიმენტი მისი მხრიდან, რადგან პრემიერის სახლთან, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, ყოველთვის ხდება პერიმეტრის დაცვა და იქ ყოველთვის არიან მობილიზებული შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი", - განმარტა ნინო გიორგობიანმა.

დეპუტატი გოგა ხაჩიძე ამტკიცებს, რომ პარლამენტარების სატელეფონო საუბრებს უსმენენ.

როგორც ხაჩიძე ამბობს, ამას ექსპერიმენტი ადასტურებს, როდესაც დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძეს დაურეკა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან "დაგეგმილი აქციის" შესახებ ესაუბრა. ამის შემდეგ, როგორც ხაჩიძე ამბობს, ღარიბაშვილის სახლთან, მოსეშვილის ქუჩაზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ.

ასევე იხილეთ: ხაჩიძის პროვოკაციული ექსპერიმენტი - დეპუტატმა ღარიბაშვილი უკანონო მოსმენაში "გამოიჭირა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ