უგულავა ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა? - "გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია..."

უგულავა ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა? - "გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია..."

იხილეთ: ბრალდებები, რის გამოც გიგი უგულავას 7-11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა აპირებდა საგამოძიებო მოქმედებებისთვის თავი აერიდებინა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა, გიორგი გრძელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიგი უგულავა ისე აპირებდა ქვეყნიდან გასვლას, რომ არ გააფრთხილა არც სასამართლო და არც საგამოძიებო ორგანო.

"ის აღმკვეთის ქვეშ არის სხვა საქმეზე. ამის მიუხედავად, ის აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას ისე, რომ არ გააფრთხილა არც სასამართლო და არც საგამოძიებო ორგანო. გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომ ის საგამოძიებო მოქმედებებისთვის თავის არიდებას აპირებდა", - განაცხადა გრძელიშვილმა.

რაც შეეხება უგულავას განცხადებას მორატორიუმთან დაკავშირებით, როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ამით უგულავა თემის გადაფარვას ცდილობს.

წინასწარი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე გიგი უგულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საქმე ეხება 2007 წლის 7 დეკემბერს "სითი პარკსა" და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.

როგორც უწყებაში განმარტავენ, უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით გაფლანგა სახელმწიფო კუთვნილი 1 086 718 ლარი.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ: თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ უგულავას დაკითხვაზე დაბარება საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდებოდეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ