რა დარჩა სათქმელი მიხეილ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეზე

რა დარჩა სათქმელი მიხეილ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეზე

ინტერვიუს ყველა საინტერესო დეტალი იხილეთ ტეგზე: მიხეილ სააკაშვილი

"მე არასდროს მაინტერესებდა ზურას პირადი ცხოვრება", - ზურაბ ჟვანიას გახმაურებული მკვლელლობის საქმეზე სააკაშვილმა, "რუსთავი2"-ის გადაცემა "ასრჩევანში" ისაუბრა.

"ჟვანიას საქმე ყველა რუსი ოლიგარქის საყვარელი თემა იყო, ჯერ პატარკაციშვილმა შემოაგდო ეს თემა.

"ზურა დაიღუპა გაზის მოწამვლით და მაშინ გაზის მოწამვლით 250-300 ადამიანი იღუპებოდა თვეში. ამბობენ, რომ პრემიერს ეს როგორ დაემართა? - ჩვეულებრივად. ზურა ჟვანია ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. არ ჰქონდა მდიდრული აპრატამენტები. ყველა ასეთ პირობებში ვიყავით. ასეთი კარმა გვეყენა ჩვენც სახლში, პარლამენტის გვერდით. მე არასდროს არ მაინტერესებდა ზურას პირადი ცხოვრება. ბოლო მიტინგი ასლან აბაშიძემ მომიწყო ლოზუნგით: "ძირს ცისფერი მიხეილ სააკაშვილი". ალერგია მაქვს საერთოდ ამ თემებზე ლაპარაკის და ახლაც არ აქვს ამაზე ლაპარაკს აზრი.

მე მქონდა ჩემი პირადი ვალდებულება ზურას ცოლის წინაშე. რომელიც მე პირნათლად შევასრულე როგორც მისმა ფორმალურმა ახლობელმა.

ეს იყო ადამიანი, ვინც მომიყვანა პოლიტიკაში, ვისთანაც მაკავშირებდა ემოციურად ძალიან თბილი, მჭიდრო და ახლობლური ურთიერთობა. ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა საქართვეკლოს ისტორიაში. მან შექმნა ახალი ქართული პოლიტიკური კულტურა.

სააკაშვილმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რომლის გამოც არ გამოქვეყნდა FBI-ის დასკვნა და განაცხადა, რომ ეს იყო პირადი ცხოვრების დეტალები , რომლის გამჟღავნებაც "სპეკულაციების" მიუხედავად მან საჭიროდ არ ჩათვალა.

"ეს იქნებოდა ქართული საზოგადოების მიმართაც გარკვეული უპატივცემულობა. იქ ვიღაცას თავის ფულის გამო სიხარბის გამო, ან იმის გამო , რომ შურდა ზურასი და იმის ჩრდილიდან ვერ გამოდიოდა, არ ვიცი ვის რა მოტივაცია ჰქონდა. ყველას რმერთმა ხელი მოუმართოს. ამ სუბიექტებზე საუბარიც კი არ მინდა. იმდენად დიდი ადამიანი იყო ზურაბ ჟვანია და იმდენად ეს ხალხი მასთან შედარებით წვრილმანია და არ იმსახურებს ეს ხალხი ამ ყველაფერზე კომენტარს. ხომ ორი წელი არიან , გამოაქვეყნონ ყველაფერი , გამოამზეურონ, ჩაატარონ პროცედურები. მე ვისურვებდი რომ მოასვენონ საფლავში ზურა, მაგრამ , თუ ასე უნდათ. ძალიან ძნელია საუბარი ამ ყველაფერზე, ორი წელია გვამებით ვაჭრობენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ამავე ინტერვიუდან| რის სათქმელად მივიდა ატირებული დავით კეზერაშვილი სააკაშვილთან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ