ქუთაისში პრეზიდენტის ცოლისძმა და მისი მეგობრები დააკავეს

ქუთაისში პრეზიდენტის ცოლისძმა და მისი მეგობრები დააკავეს

topnews.com.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისში პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ცოლისძმა და მისი მეგობრები სამართალდამცავებმა დააკავეს. როგორც topnews.com.ge-სთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული პირები სამეგრელოდან თბილისში მიდიოდნენ, დაკავების მიზეზი კი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე შემოწმება გახდა.

დაკავებულების ადვოკატის დალი სულაქველიძის თქმით, პრეზიდენტის ცოლისძმა მალე გაათავისუფლეს, ხოლო 4 დაკავებულიდან ერთ-ერთი - რამდენიმე წუთის წინ. ადვოკატი შიშობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირებიდან ერთ-ერთი პირი შესაძლოა, ისევ დააკავონ, რადგან მას პოლიციის განყოფილების დატოვება შემოწმების გავლის გარეშე მოუხდა.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

ქუთაისში პრეზიდენტის ცოლისძმა და მისი მეგობრები დააკავეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ