რამდენი გადაიხადა ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა მამულიჩამ თავისუფლებისთვის - პროკურატურა ცნობას აქვეყნებს

რამდენი გადაიხადა ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა მამულიჩამ თავისუფლებისთვის - პროკურატურა ცნობას აქვეყნებს

პროდიუსერი, ნარკოდანაშაულში ბრალდებული კახა მამულაშვილს პატიმრობა 15 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს.

ასევე ნახეთ| მამულიჩას მეგობრების რეაქციები, როდესაც გაიგეს, რომ ის სასამართლომ გაათავისუფლა

"დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლა. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ბრალდებულ კახა მამულაშვილს პატიმრობა 15000 ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა. მამულაშვილს დამატებითი ღონისძიების სახედ დაევალა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარება, ასევე ათ დღეში ერთხელ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადების ვალდებულება", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, საქმის არსებითი განხილვა გრძელდება და მორიგი სასამართლო პროცესი 23 სექტემბერს არის ჩანიშნული.

ნარკოდანაშაულში ბრალდებული პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე "მამულიჩა" სასამართლო დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს. მამულაშვილის წინასასამართლო სხდომა სასამართლოში 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მისი ახლობლები, მათ შორის ძმა, შვილი და მეგობრები მე-12 დარბაზთან პროცესის დაწყებას თითქმის ერთი საათი ელოდებოდნენ.

ნახეთ მეტი დეტალი| რის საფუძველზე გაამართლეს და რატომ "გააპარეს" მამულიჩა სასამართლო დარბაზიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ