რის საფუძველზე გაამართლეს და რატომ "გააპარეს" მამულიჩა სასამართლო დარბაზიდან

რის საფუძველზე გაამართლეს და რატომ "გააპარეს" მამულიჩა სასამართლო დარბაზიდან

განახლებული, მეტი დეტალი| რამდენი გადაიხადა ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა მამულიჩამ თავისუფლებისთვის - პროკურატურა ცნობას აქვეყნებს

რის საფუძველზე გაათავისუფლეს ნარკოდანაშაულში ბრალდებული კახა მამულაშვილი, მისი გათავისუფლების მომენტში მედიისთვის უცნობი იყო, რადგან სასამართლო სხდომა მედიის გარეშე ჩატარდა.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, ჟურნალისტებს სასამართლოს პრესსამსახურის მხრიდან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მამულაშვილის პროცესი უნდა ჩატარებულიყო საქალაქო სასამართლოს მე-12 დარბაზში, 13.00 საათზე. თუმცა, პროცესის დაწყებამდე პროკურორმა თქვა, რომ წინასასამართლო სხდომა ადვოკატის შეცვლის მოტივით გადაიდო. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ სხდომა სხვა დარბაზში ისე ჩატარდა, რომ სასამართლოს პრესსამსახურმა მედიის წარმომადგენლებს სხდომის ადგილის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია. შესაბამისად, უცნობია, კახა მამულაშვილი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, თუ ბრალდების მხარესთან რაიმე გარიგება შედგა.

"ინტერპრესნიუსი" აღნიშნული ინფორმაციის მოძიებას მთავარ პროკურატურაშიც ცდილობს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ "ინტერპრესნიუსი" გუშინ წინასასამართლო სხდომის დეტალების ირგვლივ ესაუბრა კახა მამულაშვილის ადვოკატს, გიორგი ბეგიაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ დღევანდელი პროცესი გადაიდებოდა, რადგან საქმეში სხვა ადვოკატი ერთვებოდა. ასევე, ბეგიაშვილმა არ განმარტა, აპირებდა თუ არა დაცვის მხარე რაიმე შუამდგომლობის დაყენებას სასამართლოში. მან აღნიშნა, რომ ამის შესახებ მამულაშვილის ოჯახთან პოზიციები არ ჰქონდა შეთანხმებული.

მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი სამართალდამცავებმა 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ. კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).

"ინტერპრესნიუსი"

კახა მამულაშვილი თავისუფალია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია