შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი გიორგი სანაიას ყოფილი მეუღლეა

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი გიორგი სანაიას ყოფილი მეუღლეა

5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ბრალს კვლავ არ აღიარებს. როგორც ე.წ. მოდულის შენობასთან პაპიძის ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ განაცხადა, ბრალდებული აცხადებს, რომ მან გარდაცვლილი მეუღლე და შვილი მას შემდეგ ნახა, რაც ოჯახის წევრებს დააგვიანდათ და მათ საძებნელად გავიდა.

ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე ჟურნალისტ გიორგი სანაიას ყოფილი მეუღლეა. ჩხაიძესა და სანაიას ერთი საერთო შვილი ჰყავთ - სანდრო სანაია, რომელიც 20 წლისაა. შეგახსენებთ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წამყვანი გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს მოკლეს.

რაც შეეხება, ჩხაიძის დაცვის ობიექტს, ადვოკატის თქმით, პაპიძე ამბობს, რომ სახლიდან გასულმა მეუღლეს, რომელიც სადარბაზოსთან ნასვამ მდგომარეობაში დაცემული იყო, ფეხი წამოკრა, ამის შემდეგ კი ყვირილი დაიწყო და მეზობლებს დახმარებას სთხოვდა. მაგდა პაპიძისთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა ე.წ მოდულის შენობაში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ასევე დაიგაინტერესებთ:

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს კვლავ არ აღიარებს - რაზე ისაუბრა პაპიძემ ადვოკატთან

"ქმარი მოკლა, მაგრამ შვილი, როგორც ჩანს, ასთმური შეტევისას შემოაკვდა" - ახალი დეტალები თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

ვინ არის კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი?

"ბადრი ჩემთვის მკვდარია... ძალიან ცუდად მიდის ჩვენი საქმე, თავი რომ მოვიკლა, ბავშვებს რა ვუყო?" - ინტერვიუ ტარიელ ესებუასთან

სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეუფარდა