ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:12 / 04-01-2016
"რატომ ვისროლე, არაფერი მახსოვსო..." - თელავში ორი პოლიციელი 19 წლის მორაგბემ პაპის თოფით მოკლა
30 დეკემბერს თელ­ავში შემზარავი ტრაგედია, საპატრულო პოლიციის ეზოში­ მოხდა. იმ დილით საპატრულო პოლი­ციის თანამშრომლები სამსახურში ჩვეულებრივ მივიდნენ. პატრულ-ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი მეწყვილესთან ერთად საპ­ატრულო მანქანით ქუჩაში უნდა გასულიყო. ის ეზოში გამოვიდა და მოულოდნელად გასროლის ხმაც გაისმა. გოგონა­ მიწაზე მოწყვეტით დაეცა. პოლიციის თანამშ­რომლებს ეგონათ, ბავშვებმა საახალწლო შუშხუნა ააფეთქეს - ვინ წარმოიდგენდა, რომ მათ კოლეგას პოლიციის ეზოში ტყვიას ესროდნენ! პოლიციის კაპიტანი გელა ლამაზ­ოშვილი დაჭრილი კოლეგისკენ გაიქცა და ამ დროს მეორე გასროლაც გაისმა. ამჯერად დამნაშავემ დაჭრილის საშველად მისულს დამიზნებით ესროლა. შენობიდან პოლიციელები გამოცვივდნენ. გელამ მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ გვერდით ეზოდან ისროლეს. დაჭრილი პოლიციელები საავადმყოფოში წაიყვანეს. 49 წლის გელა ლამაზოშვილი მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში­ ჰქონდა მიყენებული. 35 წლის მაია ჯავახიშვილი სიკვდილს ებრძოდა. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაჭრილის გადასარჩენად თბილისიდან ექიმები ვერტმფრენით ჩაიყვანა, მაგრამ ამაოდ - მაია ჯავახიშვილი მეორე დილას გარდაიცვალა.

"შევარდა ავტომატით და ვინც მოხვდა, ესროლა" - თვითმხილველები თელავის პოლიციაში მომხდარ სროლაზე

ორი ადამიანის განზრახ მკვლ­ე­ლობის ბრალდებით 19 წლის სანდრო მეტრეველი დააკავეს. ბრალდებული პოლიციის გვერდით­ ცხოვ­რობს - მის სახლსა და პოლი­ციის შენობას­ ერთი გალავანი აქვს. სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი - სანადირო თოფი ამოიღეს, რომელიც სანდ­რო მეტრეველის დიდ პაპას ეკუთვნოდა და ოჯახის რელიკვია იყო. მეზობლები ბრალდებულს დადებითად ახასიათებენ: "ბიჭები "ბირჟაზე" ვიდექით, გასროლის ხმა რომ გაისმა. თავიდან ასაფეთქებელი გვეგონა... როცა დავინახეთ,­ როგორ შეცვივდნენ პოლიციელები მეტრეველის სახლში, მივხვდით, რაღაც საშინელება მოხდა და ჩვენც იქით გავიქეცით. ჭიშკარს რომ მივადექით, სანდრო­ უკვე ხელბორკილით გამოჰყავდათ. გაოგნებული ვართ, ბიჭი ჩვენ თვალწინ გაიზარდა და კონფლიქტური არასდროს ყოფილა. არც ის ვიცოდით, ფსიქიკური პრობლემები თუ ჰქონდა. არაფერი შეგვიმჩნევია, არც აგრესიული გვინახავს. პაპამისი ცნობილი მეღვინე იყო. ძალიან კარგ ოჯახში გაზრდილი ბიჭია, ვერ აგვიხსნია, რატომ დახოცა
პოლიციელები, - მითხრა მეზობელმა. ბრალდებულის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ სანდროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მას მკურნალობდნენ.

ალექსანდრე შათირიშვილი, თელავის გამგებელი: მკვლელობაში­ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა, ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. ოჯახი მალავდა. სანდროს კლასელებმა,­ მეგობრებმა, მეზობლებმაც კი არ იცოდნენ, რომ ავად იყო. სანდრო მორაგბეა და ფიზიკურად ძლიერია. წლებია, ვარჯიშობს­... როგორც ამბობენ, დიდი ხანი არ არის, რაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მეტრეველების სახლში ინახებოდა პაპისეული იარაღი და იმ თოფით დახოცა პოლიციელები. გალავანზე ასულა და იქიდან უსვრია საპირფარეშოში მიმავალი გოგოსთვის. ამის მერე გაუნძრევ­ლად იჯდა და როცა გარეთ გამოსული სხვა პოლიციელი დაინახა, ახლა იმას ესროლა. მერე მშვიდად ჩამოსულა გალავნიდან და შინ­ შესულა. გაქცევა არ უცდია. არც იქ მისულ პოლიციელებს­ გაუწია წინააღმდეგობა. მხოლოდ ერთსა და იმავეს იმეორებდა - არ ვიცი, რა მოხდა, რატომ გავისროლე, არაფერი მახსოვსო. სანდროს პოლიციელებთან არასოდეს ჰქონია კონფლიქტი, არც მანქანა ჰყავს, რომ საპატრულო პოლიციასთან პრობლემები შეჰქმ­ნოდა... განაგრძეთ კითხვა "კვირის პალიტრის" საიტზე
12:56 / 05-02-2016
dato
0
ადამიანი რომ ნორმალური ყოფილიყო ასე მოიქცეოდა? მოკლა ორი პოლიციელი, მერე მშვიდათ შევიდა სახლში და დაჯდა. მაგარი ლოგიკა გაქვთ.
18:10 / 15-01-2016
inna
0
ფსიქიკუირი პრობლემა ციხიდან თავის დასაძვრენი ხერხია?
მსგავსი სიახლეები
"დედობას იღუმენიები და დედები უწევდნენ, ყველას შვილივით გულში გვყავდა ჩვენი დიმიკოოო..."
მოკლულია ორი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთისთვის სიძე-ცოლის ძმა
ახალაიას ჩანთიდან ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა
გავრცელებული ინფორმაციით, ის საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა
+VIDEO| შსს-ს ინფორმაციით, მოკლული ანა ხელაძის ბიძაშვილი დანაშაულს აღიარებს
ანა ხელაძის ბიძაშვილი, რომელთან ერთადაც გოგონა თბილისში დეიდის სახლში ცხოვრობდა
ტერიტორიაზე ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ
ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს საცხოვრებელ სახლში იპოვეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:39 / 23-07-2017  Image "რკინიგზელთა სახლთან" მომხდარი ინციდენტის დროს "პალიტრანიუსის" რეპორტიორი მსუბუქად დაშავდა
აღმაშენებლის გამზირზე დღეს ერთდროულად ორი აქცია გაიმართა
20:01 / 22-07-2017  Image "უცნობთან" დუეტი შემდეგ, მამა სერაფიმემ საქართველო დატოვა - როგორ შეცვალა სიმღერის გამო ქილიკმა და დაცინვამ სასულიერო პირის ცხოვრება
+VIDEO| "უწმინდესისგან ავიღე ლოცვა-კურთხევა და მინდა ცოტა ხნით გავერიდო ამ ყველაფერს"
13:24 / 23-07-2017  Image ისლანდიაში ჩანჩქერთან გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძის მამა და სიძე ისლანდიაში წასვლას ცდილობენ
ნიკა ბეგაძის მამა და სიძე უკვე მეოთხე დღეა საბუთების მოწესრიგებას ცდილობენ
15:49 / 23-07-2017  Image თეა წულუკიანი "სნოს" გახსნის ცერემონიას შვილთან ერთად დაესწრო
+PHOTO სნოში დღეს პილიგრიმებისთვის 34- ადგილიანი სასტუმრო გაიხსნა
10:49 / 23-07-2017  Image უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49