რა კავშირია პროკურორის მკვლელობასა და იუსტიციის სახლთან მომხდარ შემთხვევას შორის

რა კავშირია პროკურორის მკვლელობასა და იუსტიციის სახლთან მომხდარ შემთხვევას შორის

ორი ცხედარი და საზოგადოებისთვის უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა. ორივე საქმეს თბილისის პროკურატურა იძიებს.

ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში 24-ე კორპუსთან, სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატური პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი იპოვეს. ქირიას ახლობლები და ნათეასვები ამბობენ, რომ ინფრომაცია ტელევიზიით გაიგეს. მათი თქმით, პროკურორი ვახტანგ ქირია და საქმეში სავარაუდო ეჭვმიტანილი ბიძინა კუჭავა ახლო ნათესავები არიან.

არ არის გამორიცხული გვიან ღამით იუსტიციის იუსტიციის სახლთან მომხდარი შემთხვევა ვახტანგ ქირიას მკვლელობას პირდაპირ უკავშირდებოდეს. თუმცა დამატებითი ინფორმაცია მომხდარზე ჯერჯერობით არ ვრცელდება. სამარათალდამცველებმა თეთრი ფერის მერსედესის ავტომანქანიდან ანაბეჭდები აიღეს და ის სავარაუდოდ, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. მანქანა შესაძლოა ბიძინა კუჭავას ეკუთვნოდეს, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, თავი მანქანაში მოიკლა. ამ ფაქტს თბილისის პროკურატურა იძიებს.

არსებული ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა, დედაქალაქს ტოვებდა მეგობართან და მეგობრის მეუღლესთან ერთად. გავრცელებული ინფორმაციით, კუჭავამ თავი სწორედ მას შემდეგ მოიკლა, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავები მის კვალს ეძებდნენ.

საქართველოს ხმის აღმასრულებელი დირექტორი ამ დროისთვის თბილისის მთავარ პროკურატურაში იმყოფება. მამუკა კუჭავა რამდენიმე წუთის წინ შევიდა დაკითხვაზე.

დაკითხვაზე იმყოფება საქართველოს ხმის დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას მეუღლეც. კურიერის ინფორმაციით, დაიკითხა ის ქალბატონიც, რომელიც კუჭავასთან ერთად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, ბიძინა კუჭავამ ჯერ მისი ნათესავი პროკურორი ვახტანგ ქირია მოკლა შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბიძინა კუჭავა ბოლო დროს მცირე ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა თუმცა რა სფეროში ამ დროისთვის არ სახელდება.

პროკურორ ვახტანგ ქირიას საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. საქმეს პროკურატურა იძიებს, თუმცა უწყებაში ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

იხილეთ ასევე: "მოტივი არ იყო სამსახურებრივი" - პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში გადაასვენეს

ბინა, სადაც, სავარაუდოდ, პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოაჩინეს ქირავდებოდა

იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის შესახებ ახალი დეტალები გაირკვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ