ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:21 / 19-02-2016
"ოთომ მითხრა, შენი ქმარი ს...ა აქ რომ გამუშავებსო" - რას ყვება მაგდა პაპიძისა და მისი მეგობარი მამაკაცის ურთიერთობაზე ბრალდებულის და
საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, რომელიც მაგდა პაპიძის საქმეზე ახალ დეტალებს შეეხება. განცხადებასთან ერთად, პროკურატურა ფოტო-ვიდეომასალას და ჩვენებებს ავრცელებს. მათ შორისაა ბრალდებულის დის, ლანა პაპიძის ჩვენება, რომელიც 2015 წლის 25 დეკემბერს არის ჩაწერილი. აი რას ყვება ჩვენებაში ლანა პაპიძე:

"...როდესაც ბენზინგასამართ სადგურ "ლუკოილზე" 2015 წლის დასაწყისში მათ ოჯახში (მაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის), ურთიერთობებში ყველაფერი თავდაყირა დადგა. როცა ბენზინგასამართ სადგურ ლუკოილზე დაიწყო მუშაობა, მათ ოჯახში, ურთიერთობებში ყველაფერი თავდაყირა დადგა. ეს იყო 2015 წლის დასაწყისში. ლუკოილზე ის მუშაობდა ორ დღეში ერთხელ ღამის ცვლაში, შვიდი საათიდან დილის თერთმეტ საათამდე. თორნიკეს ტოვებდა ხან ჩემთან, ხან დარეჯანთან (დედამთილი). ომარი წინააღმდეგი იყო მისი "ლუკოილზე" მუშაობის და ეუბნებოდა, რომ 300 ლარის გამო, ბავშვს ღამე როგორ ტოვებდა. მაგრამ მაგდა მის ნათქვამს უკვე აღარაფრად აგდებდა, მაინც მუშაობდა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე (ჩვენება ჩაწერილია 2015 წლის 25 დეკემბერს), მაგდამ სახლში ყოფნისას მითხრა, რომ მასთან მაღაზიაში სისტემატიურად დადიოდა მათი უბნელი ოთარ ბერძენიშვილი, რომელიც მაღაზიაში სიგარეტს და შოკოლადებს უტოვებდა. მე შვატყვე მაგდას რომ აღფრთოვანებით ლაპარაკობდა ოთარ ბერძენიშვილზე. მაგდა იყო მოკრძალებული ადამიანი, იცმევდა სადად, მაგრამ ზაფხულიდან შეცვალა ჩაცმის სტილი გახდა ვულგარული, ომარის დაუკითხავად მთელ ბეჭებზე დაიხატა სვირინგები, რის გამოც ომარი ხელითაც შეეხო. იღებდა ვულგარულ სურათებს და დებდა ფეისბუქზე, რაზეც მეც და ომარიც ვიყავით წინააღმდეგი და ამის გამო მებუტებოდა კიდევაც. მაგდა საკუთარ თავს ყველაზე წინ აყენებდა არც მე მიჯერებდა არც დედაჩემს, არც ქმარს. აკეთებდა იმას, რაც მას უნდოდა....

...ნოემბრის თვეში მაგდა იყო მოსული ჩემთან სახლში. ოთომ მითხრა შენი ქმარი "სირია" აქ როგორ გამუშავებსო. ამ პერიოდში მაგდა უკვე ვეღარ იტანდა ომარს. აბრალებდა რომ სვამდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მე ომარი ერთი წელია ნასვამი არ მინახავს. როგორც
You must have Flash Player installed in order to see this player.
მაგდამ მითხრა, მასთან სამსახურში დადიოდნენ უბნელი ბიჭები. მათ შორის ოთარ ბერძენიშვილიც. ომარს არ მოწონდა. ამის გამო მოსდიოდათ უთანხმოება. თორნიკე უდედობას ძალიან განიცდიდა, ღამე ეღვიძებოდა და დედას კითხულობდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მკვლელობამდე ორი დღით ადრე ტელეფონით ვესაუბრე დედაჩემს. მან მთხოვა გამეგო "ლუკოილის" მაღაზიის მეპატრონის ნომერი, რომ მისთვის ეთხოვა მაგდა გამოეშვა სამსახურიდან...

იხილეთ ვიდეო| პაპიძის და საკუთარი დის ფარულ პირად ცხოვრებაზე ჩვენებაში ალაპარაკდა

მაგდა აღარ მალავდა, რომ ოთარ ბერძენიშვილთან თავს უფრო უკეთესად და ბედნიერად გრძნობდა, ვიდრე ომარ ქაფიაშვილთან. ოთოს და მას ჰქონდათ საერთო გემოვნება მუსიკაში, ოთო შეპირდა რომ წაიყვანდა თურქეთში "ქოლდფლეის" კონცერტზე. მას ომარის მიმართ იმდენად ჰქონდა გაცივებული გრძნობები, მასთან ერთად საჭმელსაც არ ჭამდა.... 2015 წლის 19 დეკემბერს დილას იყო ჩემთან მოსული და მითხრა ორი თვეა ომართან ცოლ-ქმრულად არ უცხოვრია"

ეს ნაწყვეტია ლანა პაპიძის ჩვენებიდან, რომლის სინამდვილეს ადასტურებს ბრალდებულის და ხელმოწერით: "ჩვენება დაბეჭდილია ჩემს მიერ ნაკარნახევი სიტყვებით, წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს. ლანა პაპიძე".

ასევე წაიკითხეთ: ჩანაწერი მაგდა პაპიძის დღიურიდან - "ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. სიდენიებს გადავაფარო შავი პარკები"

იხილეთ მაგდა პაპიძის დედის პირველი კომენტარი ჩვენების გასაჯაროების შემდეგ
03:54 / 04-07-2016
ეს ქალი არაა მკვლელი.ვიგაცა სიცილიტ კვდება.ხვალ კი დასრულდება,ცოდოა
vetanxmebi ninas
10:07 / 22-06-2016
ისე გაიკვირვეთ, თითქოს არ ყოფილა სანაგვეზე გამოუსადეგარი ნივთივით გადაყრილი ბავშვების მრავალი ფაქტი, ან დედას შვილი ნაჯახით არ მოუკლავს თუ? სასამართლოც და პროკურატურაც არის მიუკერძოებელი და ემყარება მხოლოდ მტკიცებულებებს.. როდის იყო მკვლელი ამბობდა მკვლელი ვარო :/ დამშვიდდით სასამართლო როგორმე, უთქვენოდ გადაწყვეტს დამნაშავეა თუ არა.. ნაფიცმსაჯაულთა სასამართლო სპეციალურად მოიწვიეს რომ სწორედ თქვენნაირ გულუბრყვილო ადამიანებზე მოადინონ გავლენა :/ რა არის ამაში რთული და ამოუხსნელი
unknown
მსგავსი სიახლეები
წიგნი მაგდას ცხოვრების შესახებ იქნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის საჩივარი 4 აგვისტოს შევიდა
+VIDEO "ჩემო ერთადერთო შვილო, შენი თავი ღმერთმა მაჩუქა და ქვეყნიერებამ წამართვა თოკო"
წერილი ქვეყნდება ადვოკატისა და თავად მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის თანხმობით
მაგდა პაპიძის დედამ ლიანა შამუგიამ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა
"დღეს ზოგიერთი ადამიანი ცდილობს ამ საშინელების დამცველად მოგვევლინოს, რაც ძალიან გამაღიზიანებელია"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
13:55 / 28-08-2016  Image "დღეს ღვთისმშობელი საქართველოს განსაკუთრებულად მფარველობს..." - პატრიარის ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე
"უხილავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის და ჩვენ ვმადლობთ უფალს"
13:26 / 10-07-2016  Image პენსია დოლარებში - რამდენს იღებენ მოხუცები სხვადასხვა ქვეყანაში
1 ივლისიდან საქართველოში პენსია 20 ლარით - 180 ლარამდე გაიზარდა
16:00 / 28-08-2016  Image მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - კიევში რუსი ჟურნალისტი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ჟურნალისტი საკუთარ თავს კრემლის მოწინააღმდეგედ და ვლადიმერ პუტინის მტრად განიხილავდა
09:48 / 28-08-2016  Image დედამთილის მიერ დანატოვარი საოცარი ბაღი, რომელსაც ცნობილი ექიმი სათუთად უვლის
აქ ყველაფერს თავის ისტორია აქვს
15:55 / 28-08-2016  Image 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გეძინოთ სრულიად შიშველს
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ შიშველი ძილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
კვირის ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49