4 დღის წინ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვა ნაპოვნია

4 დღის წინ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვა ნაპოვნია

4 დღის წინ გატაცებული 17 წლის გოგონა ნაპოვნია. სამირა ბაირამოვას მამის ინფორმაციით, მისი შვილი უკვე პოლიციას ჰყავს. რაც შეეხება სავარაუდო გამტაცებლებს, ოჯახის წევრები მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობენ.

ქვემო ფონიჭალაში პოლიციის შენობასთან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. აქვე იმყოფებიან გოგონას ოჯახის წევრები და ახლობლები.

იხილეთ ვიდეო: გატაცებული გოგონას დედის პირველი კომენტარი შვილის დაბრუნების შემდეგ

ფონიჭალიდან გატაცებულ გოგონას ახლობლები 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ოჯახის წევრები და ნათესავები პერმანენტულად მართავდნენენ აქციებს ფონიჭალაში მდებარე პოლიციის შენობასთან და სამართალდამცველებს გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელის დადგენას სთხოვდნენ. ბაირამოვების განცხადებით, გამტაცებლებს მცდელობა ჰქონდათ გოგონა საქართველოდან გაეყვანათ, თუმცა ვერ შეძლეს. ბაირამოვას დედის ნაილა გურაბანოვას თქმით კი, გამტაცებლის მშობლებმა სამართალდამცველები მოისყიდეს: "გამტაცებლის ნათესავებმა ქრთამი გადაუხადეს პოლიციას. მშობლები პეტერბურგიდან ჩამოვიდნენ და სწორედ მათ მოისყიდეს ისინი. ამიტომ არ მიბრუნებენ ქალიშვილს", - ამბობს არასრულწლოვნის დედა.

"ჩემი შვილი მასწავლებლებთან ემზადებოდა. შეყვარებული არ ჰყავდა. გაიტაცა მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც სავარაუდოდ არასრულწლოვანია. თუმცა, მას თან ახლავს რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც 30 წელს გადაცილებულები არიან. პოლიციასთან ვასახელებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, თუმცა სამართალდამცავები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ", - აცხადებდა ნაილა გურაბანოვა.

შსს მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

ასევე წაიკითხეთ: 17 წლის სამირა ბაირამოვა გამტაცებლებმა სახლში ტაქსით დააბრუნეს