17 წლის სამირა ბაირამოვა გამტაცებლებმა სახლში ტაქსით დააბრუნეს

17 წლის სამირა ბაირამოვა გამტაცებლებმა სახლში ტაქსით დააბრუნეს

4 დღის წინ გატაცებული 17 წლის გოგონა ნაპოვნია. სამირა ბაირამოვას მამის ინფორმაციით, მისი შვილი უკვე პოლიციას ჰყავს. რაც შეეხება სავარაუდო გამტაცებლებს, ბაირამოვები მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობენ.

VIDEO| რას ყვებიან მაღაზიაში, სადაც მშობლების თქმით, გამტაცებლებმა გატაცებული გოგონა დატოვეს

ბაირამოვას მშობლების თქმით, გამტაცებლებმა გოგონა ტაქსით გამოუშვეს და არასრულწლოვანი ფონიჭალაში ერთ-ერთ მაღაზიაში მივიდა, საიდანაც მამის მობილურ ტელეფონზე დარეკა და მშობლებს შეატყობინა, რომ თავისუფალია.

სამირა ბაირამოვას მამის განმარტებით, სატელეფონო ზარის მიღების შემდეგ, სამართალდამცველები გოგონას მიერ მითითებულ მისამართზე მივიდნენ და გატაცებული პოლიციის შენობაში გადმოიყვანეს. მშობლების და ახლობლების თქმით, სამირა ბაირამოვა ჯერ არ უნახავთ.

ასევე წაიკითხეთ: 4 დღის წინ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვა ნაპოვნია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ