მაგდა პაპიძეს არ სჯერა, რომ მისი შვილი გარდაცვლილია - ადვოკატი

მაგდა პაპიძეს არ სჯერა, რომ მისი შვილი გარდაცვლილია - ადვოკატი

ქმარ-შვილის მკვლეობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს შვილის გარდაცვალების არ სჯერა.

ირმა ბრელიძის განცხადებით, პაპიძე ამბობს, რომ შვილი ადგილზე ცოცხალი დატოვა.

"მაგდას დღეს ისიც არ სჯერა, რომ ბავშვი გარდაცვლილია. ჩვენ წინა შესვლაზე მან გვითხრა ესეთი რამ, რომ ბავშვი ცოცხალია და მიმალავენო. ამბობს, რომ როდესაც პოლიციამ წამომიყვანა ბავშვი ცოცხალი იყო და სუნთქვადაო, შვილს მიმალავდნენო. ჩვენ ვუმტკიცებდით, რომ შვილი გარდაცვლილი ჰყავს. დედისთვის იმის მტკიცება, რომ შვილი გარდაცვლილი ჰყავს, იოლი არ არის. ისიც კი გვითხრა, საფლავებს გადაუღეთ სურათი, რომ დავრწმუნდე, ჩემი შვილი გარდაცვლილიაო. გარდა იმისა, რომ ქმარ-შვილი სადარბაზოსთან იპოვა უგონო მდგომარეობაში, მას არაფერი არ ახსოვს. მას მთელი გულით სურს, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან", - ამბობს ბრელიძე.

იხილეთ ვიდეო

მისი ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. როგორც ბრელიძე ამბობს, პაპიძეს შაქარი აქვს აწეული, რის გამოც ყოველდღიურად სამედიცინო დახმარება სჭირდება.

ასევე იხილეთ: პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმის ახალ დეტალებს ამჟღავნებს

"ოთომ მითხრა, შენი ქმარი ს...ა აქ რომ გამუშავებსო" - რას ყვება მაგდა პაპიძისა და მისი მეგობარი მამაკაცის ურთიერთობაზე ბრალდებულის და

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ