„ალბათ ბავშვმა იცნო და ისიც აღარ დაინდო“ – საზარელი მკვლელობის კვალი შესაძლოა ოჯახის ახლობელთან მივიდეს

„ალბათ ბავშვმა იცნო და ისიც აღარ დაინდო“ – საზარელი მკვლელობის კვალი შესაძლოა ოჯახის ახლობელთან მივიდეს

ფონიჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობიდან 10 დღე გავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. საკუთარი მოსაზრება აქვს ოთარ მამფორიას, რომელსაც 22 თებერვალს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მოუკლეს. ის არ გამორიცხავს, რომ მკვლელობის კვალი ოჯახის ახლობელთან მივიდეს.

ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას მამფორია ამბობს, რომ მისმა მეუღლემ სავარაუდო მკვლელს კარი საშინაო ფორმაში გაუღო და ყავაც მოუდუღა. მისივე განცხადებით, დამნაშავემ ქალბატონს ჯერ მაგიდაზე განთავსებული ვაზა ჩაარტყა, გათიშა და შემდეგ სხეულზე 26 ჭრილობა მიაყენა, მცირეწლოვანი ბავშვი კი გვერდით ოთახში დაწვა.

"როდესაც დამნაშავე შევიდა სახლში, ჩემი მეუღლე პერანგით და ხალათით დახვდა. პერანგით და ხალათით აქვს კარი გაღებული. აქვს მოდუღებული ყავა, თუმცა როგორც ჩანს სტუმარმა ყავაზე უარი უთქვა... ამიტომ ყავა მოსადუღებელში იყო დატოვებული და ჭიქაში ჩასხმული აღარ ყოფილა. ალბათ უარი თქვა ყავაზე, რომ რაიმე კვალი არ დაეტოვებინა", - ამბობს ოთარ მამფორია.

იხილეთ ვიდეო

მისი ინფორმაციით, მკვლელმა დანაშაულის შემდეგ საკუთარი ტანისამოსი გაიხადა, დაწვა და სახლში ხანძარი ამ ფორმით გააჩინა, მოგვიანებით კი სახლი სხვა ტანისამოსით დატოვა. სახლიდან გამქრალია ერთ-ერთი კარის სახელური და დანა.

"ბავშმა როგორც ჩანს იცნო და ისიც აღარ დაინდო", - ამბობს ოთარ მამფორია.

მკვლელობის მოტივის სწრაფად დადგენას ელოდება გარდაცვლილის დედაც. ისიც ვარაუდობს, რომ მკვლელობის კვალი ოჯახის ახლობელთან მიდის.

"დაუშვათ ჩემი შვილი მოკლა, შვილიშვილი დაეტოვებინა. 3 წლის ბავშვთან რა უნდოდა?", - ამბობს გარდაცვლილის დედა.

სასტიკი მკვლელობა ფონიჭალაში 22 თებერვალს მოხდა. 35 წლის ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული.

ასევე იხილეთ: "ადრეც შეემთხვა უბედურება, პირველი ცოლი ორსული დაეღუპა" - ფონიჭალაში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ვერსიებზე მეზობლები საუბრობენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ