სასამართლოში მაგდა პაპიძისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს

სასამართლოში მაგდა პაპიძისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შესვენების გამოცხადება მოსამართლეს დაცვის მხარემ და თავად მაგდა პაპიძემ სთხოვეს. ბრალდებულისთვის სასამართლოში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

როგორც ადვოკატმა განმარტა, ბრალდებულს "ინსულინის გეგმური გაკეთება უწევს". აღნიშნულის გამო სასამართლოში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

პაპიძემ სასამართლო პროცესზე იმ რვეულში არსებულ ჩანაწერზე გააკეთა განმარტება, რომელიც მის სახლში იპოვეს და გამოძიების ერთ-ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს. ასევე, მან გააკეთა კომენტარი სისხლის კვალზე, რომელიც იატაკზე იყო: "მე ჩემს ჩვენებაში მაქვს განმარტებული, როგორ მოხვდა სისხლის კვალი იქ: როცა ჩემი მეუღლე და შვილი ვნახე, სისხლიანი ხელით შევედი ოთახში მანქანის გასაღების ასაღებად და ასევე ჩვენებაში ნათქვამი მაქვს, რომ ჩემს დედამთილთან დასახმარებლად სისხლიანი ხელით მივედი", - აღნიშნა პროცესზე ბრალდებულმა.

მაგდა პაპიძის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათიდან მიმდინარეობს.

წაიკითხეთ: "ჩემი სიცოცხლე, ჩემი წლები წყდება..." - რას ამბობს მაგდა პაპიძე რვეულში არსებულ ჩანაწერზე და სისხლის კვალზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ