"ჩემი სიცოცხლე, ჩემი წლები წყდება..." - რას ამბობს მაგდა პაპიძე რვეულში არსებულ ჩანაწერზე და სისხლის კვალზე

"ჩემი სიცოცხლე, ჩემი წლები წყდება..." - რას ამბობს მაგდა პაპიძე რვეულში არსებულ ჩანაწერზე და სისხლის კვალზე

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე იმ რვეულში არსებულ ჩანაწერზე გააკეთა განმარტება, რომელიც მის სახლში იპოვეს და გამოძიების ერთ-ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს.

"მინდა გავაკეთო აქცენტი სისხლის კვალზე, რომელიც იატაკზე იყო - მე ჩემს ჩვენებაში მაქვს განმარტებული, როგორ მოხდა სისხლის კვალი იქ: როცა ჩემი მეუღლე და შვილი ვნახე, სისხლიანი ხელით შევედი ოთახში მანქანის გასაღების ასაღებად და ასევე ჩვენებაში ნათქვამი მაქვს, რომ ჩემს დედამთილთან დასახმარებლად სისხლიანი ხელით მივედი.

იხილეთ კადრები სასამართლო პროცესიდან

რაც შეეხება რვეულს, როდესაც განმეორებით დაკითხვაზე შემოვიდნენ გამომძიებლები, მე ვთქვი, რომ ვაკეთებდი ჩემი ოჯახის ხარჯთაღრიცხვას და თავად ვთხოვე გამომძიებლებს მოეძებნათ ჩემი რვეული, სადაც ჩანაწერებს ვაკეთებდი. ვთხოვე წასულიყვნენ ჩემთან სახლში. მე მივუთითე, თუ სად უნდა ენახათ ეს რვეული, სადაც ჩაწერილი მქონდა, როგორ ვიყიდე მეუღლის მითითებით ურო და ლურსმნები. ზომები ვერ დავიმახსოვრე ლურსმნების და ამიტომ ჩავიწერე - თურმე მე როცა ეს ვუთხარი, უკვე რამდენიმე დღის ნანახი და ამოღებული ჰქონდათ რვეული. მაინტერესებს როგორ ვერ ნახა მთელმა საქართველომ სისხლის კვალი, როცა ჩემს ერთადერთ შვილს და მეუღლეს ტიროდა? ამდენი ხალხი იყო მისული, რატომ ვერ დაინახეს სისხლის კვალი კედელზე? ჩემი სიცოცხლე, ჩემი წლები წყდება და ყველა დეტალზე გავაკეთებ კომენტარს", - განაცხდა მაგდა პაპიძემ.

ასევე წაიკითხეთ:

"სული მაქვს გაგლეჯილი, რადგან ვერ დავიტირე ჩემი ორი კაცი"

სასამართლოში მაგდა პაპიძისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს

ჩანაწერი მაგდა პაპიძის დღიურიდან: "ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. სიდენიებს გადავაფარო შავი პარკები"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ