"კანფეტებს გიყიდი, "გაგაკატავებ", დედაშენს და შენს ძმას არაფერი უთხრაო" - ქობულეთელი ბავშვის დედა პედოფილიაში დადანაშაულებულ მეზობელზე

 "კანფეტებს გიყიდი, "გაგაკატავებ", დედაშენს და შენს ძმას არაფერი უთხრაო" - ქობულეთელი ბავშვის დედა პედოფილიაში დადანაშაულებულ მეზობელზე

ჩემს გოგოს კანფეტებსა და მანქანით გასეირნებას სთავაზობდა, ბიჭს კი მოკვლით ემუქრებოდა, - ამის შესახებ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს იმ ბავშვის დედამ განუცხადა, რომელიც 65 წლამდე ასაკის მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებს. დედის მტკიცებით, მამაკაცმა გოგონას ფულის მიცემაც შესთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ დედას არაფერს ეტყოდა. მისივე თქმით, მის მეორე შვილს "კისრის მოჭრითა" და დედის მოკვლით დაემუქრა, თუ დას გასეირნებას აუკრძალავდა.

ბავშვების დედა ოჯახის ქობულეთიდან გასახლებას და მამაკაცის დაპატიმრებას ითხოვს.

"საღამოს 6 საათზე გოგო გავგზავნე მაღაზიაში პურზე. გააჩერა ამ ნაგავმა, მათხოვარმა და ეუბნება, ბიძია თვალს ასე რომ განიშნებ, თვალი ჩაუკრა და თავი გადაუქნია, წამომყევი ოჩხამურისკენ, კარგი კანფეტები იყიდება, გიყიდი, "გაგაკატავებ", ფულსაც მოგცემ და დედაშენს და შენს ძმას არაფერი არ უთხრაო. ეს იყო ალბათ ათი დღის წინ. მას მერე ვეძებ, მაგრამ არსად ჩანს. უკვე 30 აპრილს, აჩერებს ჩემს 12 წლის ბიჭს და ეუბნება, ბიჭო მოდი აგერ, შენს დას რატომ უკრძალავ ჩემს მანქანაში დაჯდომას და ჩემს აფთიაქში შემოსვლასო. შენი და დამიჯინე მანქანაში, არ აუკრძალო თორემ, დედაშენს მოვკლავ ან დავაჭერინებ, შენ მიგაჭრი კისერს და შენს თავს ძაღლებს გადავუგდებო. ეგ არაკაცი, გასახლდეს აქედან, არ გავაჩერებთ, გადავიდეს სხვაგან", - აღნიშნა ბავშვების დედამ. მისივე თქმით, დღეს ის პოლიციაში ორჯერ დაკითხეს, ბავშვები კი ფსიქოლოგიურად შეამოწმეს.

200-ზე მეტი ქობულეთელი იმ მამაკაცის სახლთანაა შეკრებილი, რომლებიც მათივე მტკიცებით, პედოფილია. მოსახლეობამ ჭიშკრის შენგრევა სამჯერ სცადა. ისინი ოჯახის ქობულეთიდან გასახლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ჩაქოლვით იმუქრებიან. ცოტა ხნის წინ პედოფილიაში დადანაშაულებული მამაკაცის მეუღლე სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მანამდე ქობულეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს წარმომადგენლებმა, ქობულეთის გამგებელმა და რამდენიმე მეზობელმა სახლი დაათვალიერეს დასარწმუნებლად, რომ 65 წლამდე ასაკის მამაკაცი სახლში არ იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც მამაკაცის მეუღლე სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სახლი დაიკეტა. მეზობლების ნაწილი დაიშლა, ნაწილი კი ისევ ადგილზე რჩება. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.

წაიკითხეთ: ხმაური ქობულეთში - ადგილობრივები იმ სახლში შეჭრას ცდილობენ, სადაც მათი მტკიცებით პედოფილი მამაკაცი ცხოვრობს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ