არსებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის როსტო და "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის როსტო და "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა დაკავებულთა ვინაობას საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ.

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 2 პირი "ნანუკას შოუს" ყოფილი თანაწამყვანი, სპორტსმენი ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო და "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ლაშა კურტანიძე არიან.

წაიკითხეთ: რა იციან ლევან როსტოშვილის მეგობრებმა მისი დაკავების შესახებ: "როსტო რომ ნარკოტიკებთან კავშირში არ არის ზუსტად ვიცი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ