ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

 ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სპორტსმენსა და ყოფილ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს, ასევე მსახიობ ლაშა კურტანიძეს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღნიშნულ სასჯელს ითვალისწინებს ის მუხლი, რომლითაც სამართალდამცველებმა ლევან როსტოშვილი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

"ნანუკას შოუს" ყოფილი თანაწამყვანი და სპორტსმენი ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო და "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ლაშა კურტანიძე არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით დააკავეს თბილისში.

წაიკითხეთ: რა იციან ლევან როსტოშვილის მეგობრებმა მისი დაკავების შესახებ - "როსტო რომ ნარკოტიკებთან კავშირში არ არის ზუსტად ვიცი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ