ალეკო ელისაშვილი რამდენიმე პირთან ერთად დააკავეს

ალეკო ელისაშვილი რამდენიმე პირთან ერთად დააკავეს

აქციაზე, რომელზეც "პანორამა თბილისის" მშენებლობას აპროტესტებდნენ, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

აქციის მონაწილეები ცდილობდნენ იმ ტერიტორიაზე შესულიყვნენ, სადაც პროექტ "პანორამა თბილისის" მშენებლობა მიმდინარეობს. ამის უფლებას მათ სამართალდამცველები არ აძლევდნენ.

აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და პოლიციის კორდონს მიაწვნენ. სწორედ ამ მომენტში სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებს გზა გადაუღობეს და არ აძლევდნენ საშუალებას, რომ აქციის დაკავებული მონაწილეები სამართალდამცველებს წაეყვანათ.

ამ დროისთვის კოჯრის გზატკეცილზე, "პანორამა თბილისის" წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის აქცია გრძელდება.

იხილეთ ასევე: "პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციაზე 5 ადამიანი დააკავეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ