ბათუმში მომხდარი სასტიკი მკვლელობა შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა

ბათუმში მომხდარი სასტიკი მკვლელობა შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა

ბათუმში, 6 მაისის პარკში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. პრესსამსახურის ცნობით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

გუშინ, 35 წლის მამაკაცი პარკის შესასვლელთან მანქანაში ჩაცხრილეს. მამაკაცმა მანქანით ცოლსა და შვილებს მიაკითხა, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს და რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი მისსავე მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა. მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები მუცლის, ორივე ბარძაყისა და დუნდულის არეში აღენიშნებლოდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ