კორცხელის ინციდენტში მონაწილე არცერთი პირი ჯერ დაკავებული არ არის

 კორცხელის ინციდენტში მონაწილე არცერთი პირი ჯერ დაკავებული არ არის

კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე არცერთი პირი ამ დროისთვის დაკავებული არ არის. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, დაიკითხნენ თუ დაპირისპირებაში მონაწილე სპორტსმენები.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და იკითხებიან მოწმეები, თუმცა კონკრეტულად ვინ არის დაკითხული, სამინისტროში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობენ.

კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს, გუშინვე დაიწყო. ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელის #53-ე უბანზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.

შეტაკების შედეგად დაშავდა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ