შსს-ს კომენტარი ყაზბეგის გამზირზე მომხდარ საშინელ ავარიაზე

შსს-ს კომენტარი ყაზბეგის გამზირზე მომხდარ საშინელ ავარიაზე

25 მაისს, 23:00 საათზე ყაზბეგის გამზირზე ავარია მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი გაჩერებულ ავტომობილებს დაჯახა. შემთხვევის შედეგად 5 ავტომობილი დაზიანდა, რომლებიც აღდგენას აღარ ექვემდებარება. მათ შორის ორი ავტომობილი ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს ეკუთვნოდა. შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავარიის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში გავრცელდა.

გუშინ აღნიშნულთან დაკავშირებით თამაზ ელიზბარაშვილმა ვრცელი პოსტი გაავრცელა, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა. ბიზნესმენის ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და ავარიის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. როგორც ელიზბარაშვილი წერს, ყაზბეგის გამზირზე და სხვა ქუჩებზე ახალგაზრდები ავტომობილებს გადაჭარბებული სიჩქარით ხშირად ატარებენ, თუმცა საპატრულო ეკიპაჟები ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ.

ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავარიის მიზეზი ისიც გახდა, რომ მძღოლი ავტომობილს ნასვამი მართავდა.

Ambebi.ge კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორ უწყებაში განგვიცხადეს, მძღოლს ალკოტესტით შემოწმება ჩაუტარდა და მას ალკოჰოლის ზემოქმედება არ დაუგდინდა.

"აღნიშნულ შეჯახებასთან დაკავშირებით მიმდინრეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით. გამოძების ფარგლებში, შეჯახებაში მონაწილე მძღოლს ჩაუტარდა ალკოტესტით შემოწმება და მას არ დაუდგინდა ალკოჰოლის ზემოქმედება. ამ დროისთვის გრძელდება საგამოძებო მოქმედებები რაც დაადგენს შეჯახების მიზეზებს", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

იხილეთ: "ასეთი მძღოლები პოტენციური მკვლელები" - რას წერს თამაზ ელიზბარაშვილი ყაზბეგის გამზირზე მომხდარ საშინელ ავარიაზე და რატომ მიმართავს შს მინისტრს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ