"იქნებ აღარც მრცხვენია არაფრის..." - რაზე ისაუბრა მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე

"იქნებ აღარც მრცხვენია არაფრის..." - რაზე ისაუბრა მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. ასევე სიტყვის უფლებით სარგებლობს თავად ბრალდებულიც, თუმცა როგორც ადვოკატები განმარტავენ, მათი სიტყვის შემდეგ თუ რაიმე ექნება სათქმელი მაგდა პაპიძეს, ის განცხადებას ამ შემთხვევაში გააკეთებს.

პროკურორის ელენე ჩხეიძის ინფორმაციით, "მაგდა პაპიძეს შეუყვარდა ბერძენიშვილი და გადაწყვიტა ცხოვრების თავიდან დაწყება. ცდილობდა მისგან დაორსულებას, რომ ახალი ოჯახი შეექმნა. მას არ სურდა, ქმარ-შვილის მიმტოვებელი ქალის სახელი ჰქონოდა, ამიტომ ყველაზე სასტიკი გზა აირჩია და გადაწყვიტა, ეს გაეკეთებინა ისე, რომ მკვლელობა სხვას დაბრალებოდა და თვითონ მგლოვიარე ცოლის სახელი ჰქონოდა".

პაპიძემ პროცესზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, დაკავებისას მასზე პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე და პროკურატურის მიერ დასახელებულ მოტივს, რომ მან ახალი ცხოვრების დაწყების მიზნით დახოცა ქმარ-შვილი, გაუმართლებელი უწოდა:

"გულწრფელად ვამბობ, რომ არ მრცხვენოდეს, ამ პერანგს გავიხსნიდი და შიშველ მუცელს გაჩვენებდით... იქნებ აღარც მრცხვენია არაფრის... რაც მე პოლიციის განყოფილებაში გადამატანინეს იმ 9 საათის განმავლობაში და ჯანმრთელობის დაზიანებები ჩემს საკანში 50 ფურცლად არის შემოტანილი უფლებადამცველი აპარატიდან. დღემდე თავხედურად მწერენ, მოგვაწოდეთ სახელი და გვარები ამ პიროვნებების... სახელი და გვარები არ ვიცი, მაგრამ პიროვნულად ვცნობ... მოტივი, რომელსაც ამბობთ, რომ პაპიძე მაგდას სხვა ცხოვრების დაწყება უნდოდა, ნამდვილად არ გამართლდება თქვენგან პირველ რიგში, როგორც მშობლებისგან და დედებისგან და შემდეგ უკვე გამომძიებლებისგან..."

ასევე წაიკითხეთ: "ალიბის შესაქმნელად, დედას მესიჯს უგზავნის, რომ ომარმა ხელი დაარტყა, წაიღო ოქრო და წავიდა..."

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ