"ჩვენების მიხედვით: ის პაპიძესთან ოჯახის შექმნას არ აპირებდა" - რა განაცხადა ოთო ბერძენიშვილმა დახურულ სხდომაზე

"ჩვენების მიხედვით: ის პაპიძესთან ოჯახის შექმნას არ აპირებდა" - რა განაცხადა ოთო ბერძენიშვილმა დახურულ სხდომაზე

ოთარ ბერძენიშვილის ჩვენებით, არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მაგდა პაპიძეს და მას სამომავლოდ ერთობლივი გეგმები ჰქონდათ. ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ დღეს გამართული პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ოთარ ბერძენიშვილი დაიკითხა.

როგორც მარიკა ფხალაძემ აღნიშნა, იყო ცალსახა დამოკიდებულება, რომ ოთარ ბერძენიშვილი მაგდა პაპიძის ცოლად მოყვანას არ აპირებდა და მათ ერთიანი სამომავლო გეგმები არ გააჩნდათ.

იხილეთ ვიდეო

"თავს შევიკავებ იმ დეტალების გაჟღერებისგან, რაც ოთარ ბერძენიშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, მაგრამ ერთი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ოთარ ბერძენიშვილის ჩვენებით ნამდვილად არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მაგდა პაპიძეს და მას სამომავლოდ რაღაც ერთობლივი გეგმები ჰქონდათ, რომ ის მის ცოლად მოყვანას აპირებდა. მსგავსი არაფერი ყოფილა. პირიქით, იყო ცალსახა დამოკიდებულება - მაგდა პაპიძის ცოლად მოყვანას ოთარ ბერძენიშვილი არ აპირებდა და მათ ერთიანი სამომავლო გეგმები არ გააჩნდათ. შესაბამისად, პროკურატურის პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მაგდა პაპიძემ ქმარ-შვილი დახოცა იმისთვის, რათა შემდგომ ოთარ ბერძენიშვილთან ერთად ცხოვრება გაეგრძელებინა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბერძენიშვილის ჩვენებით, ეს არ დადასტურდა“, - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ოთარ ბერძენიშვილმა დაკითხვისას კატეგორიულად განაცხადა, რომ მაგდა პაპიძე ქმარს რომ გაშორებოდა, მას მოლოდინი არ უნდა უნდა ჰქონოდა, რომ cოლად წაიყვანდა.

ასევე ნახეთ: "იქნებ აღარც მრცხვენია არაფრის..." - რაზე ისაუბრა მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ