"ოთოს მაგდასთვის უთქვამს, ფუკასავით აგაცლი ქმარსო" - რა მოხდა მკვლელობამდე ორი დღით ადრე პაპიძის ქმარსა და ბერძენიშვილს შორის

"ოთოს მაგდასთვის უთქვამს, ფუკასავით აგაცლი ქმარსო" - რა მოხდა მკვლელობამდე ორი დღით ადრე პაპიძის ქმარსა და ბერძენიშვილს შორის

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე არ გამორიცხავს, რომ მომხდარში მისი დის მეგობარი მამაკაცი ოთარ ბერძენიშვილი იყოს გარეული. ლანა პაპიძე Ambebi.ge-სთან საუბრისას, საქმის მთავარი მოწმის ჩვენებას გამოეხმაურა, რომელიც ბერძენიშვილმა დახურულ სასამართლო პროცესზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ოთარ ბერძენიშვილი "ვიღაცისგან იყო დარიგებული, თუ რა უნდა ეთქვა პროცესცზე".

როგორც პაპიძე ამბობს, მკვლელობამდე ორი დღით ადრე მისი სიძე ოთარ ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა. მსჯავრდებულის და ადასტურებს, რომ მაგდა პაპიძეს და ბერძენიშვილს სექსუალური კავშირი ჰქონდათ.

"არარსებულია, რომ ოთო ბერძენიშვილი გარეული არ იყოს ამ საქმეში. რატომ იმალები, სად გარბიხარ, თუ მართალი და სუფთა ვარ?! არსად არ გავიქცევი. ეხლა დაადო მაგდას ხელი და ეხლა ამოსვარა ტალახში?! შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მაგდამ დამირეკა ღამით, გამაღვიძა და მითხრა, რომ ომარი მთვრალია და ოთოსთან მოსვლია ჩხუბიო, ძალიან სცემაო. იქ დამუქრებია ოთო, განახებ ვისზე აწიე ხელიო. ამის შემდეგ ოთოს მაგდასთვის უთქვამს, ფუკასავით აგაცლი შენს ქმარსო", - აცხადებს ლანა პაპიძე.

იხილეთ ვიდეო

ბრალდებულის და ომარ ქაფიაშვილის ცხედარზე აღმოჩენილ საეჭვო დაზიანებებზეც საუბრობს. ლანა პაპიძე ფიქრობს, რომ მის სიძეს სიკვდილამდე მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. "ცხედარს თითები ჰქონდა მომტვრეული, ამას მაგდა ვერ შეძლებდა.თითები ძირშია გადამტვრეულია. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ომარს სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები ჰქონდა ზურგზე. ასევე, ყური აქვს დაკარგული, ტუჩები დასიებული, თავლები გადმოყრილი. აქ სავარაუდოდ, ერთი კაცის ნამუშევარი არ არის. აშკარად ნაბრძოლი აქვს ომარს. მარცხენა ხელზე ნაჩხაპნია. წავიყვანეთ მაგდა დნმ-ის პასუხი ავიღეთ. ფრჩხილში ომარის დნმ-ი არ აღმოჩნდა. ამ ყველაფერს ერთი კაცი ვერ შეძლებდა, მითუმეტეს გოგო", - აცხადებს ლანა პაპიძე.

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, 13 ივნისს სასამართლოში საქმის მთავარი მოწმე ოთო ბერძენიშვილი დაიკითხა. პროცესი მედიისთვის დახურული იყო.

Ambebi.ge-სთვის მოამზადა მარიამ ლორთქიფანიძემ

ასევე ნახეთ: "ჩვენების მიხედვით: ის პაპიძესთან ოჯახის შექმნას არ აპირებდა" - რა განაცხადა ოთო ბერძენიშვილმა დახურულ სხდომაზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ