"მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა "ისლამურ დაჯგუფებაში" წასვლას აპირებდა" - მაგდა პაპიძის დედის სკანდალური ინტერვიუ

"მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა "ისლამურ დაჯგუფებაში" წასვლას აპირებდა" - მაგდა პაპიძის დედის სკანდალური ინტერვიუ

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმე განიხილება, საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით ადევნებს თვალყურს. ამ ეტაპზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან. უკვე მისცა ჩვენება საქმის მთავარმა მოწმემ ოთარ ბერძენიშვილმა, ასევე მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედამ და ძმამ. მომავალი კვირიდან დაცვის მხარის მოწმეებს დაკითხავენ. მანამდე Ambebi.ge -ს ბრალდებულის დედა ლია შამუგია ესაუბრა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ მომხდარში გარდაცვლილის ძმა მახო ქაფიაშვილიც იყოს გარეული.

- მაგდას და ოთოს ურთიერთობის შესახებ არაფერი ვიცოდი. იცით, რომ თურქეთში ვმუშაობ. როდესაც ჩამოვდიოდი მაგდასგან არ მიგვრძნია, რომ მას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. თუ დედამთილმა ამის შესახებ რაიმე იცოდა, ეთქვა და იქნება დავლაპარაკებოდი ჩემს შვილს და გამომესწორებინა ეს ყველაფერი. თურმე ამას სცოდნია და მალავდა. ხომ შეიძლებოდა გზაზე დაგვეყენებინა ეს ბავშვი და არ დანგრეულიყო ოჯახი, ეს საშინელება არ მომხდარიყო. კიდევ ვამბობ, მე არაფერი ვიცოდი, არც ლანამ იცოდა, თორემ მაგდას არ აპატიებდა. ისე ღრმად მწამს, რომ ოთო ბერძენიშვილი მკვლელობასთან არაფერ შუაშია. არც იმის შესახებ მსმენია, რომ ეს პიროვნება იყო მაგდას და ომარის ურთიერთობის დაძაბულობის მიზეზი. ომარის რომ ეს გაეგო, ამას არ აპატიებდა. ჩემთვის ძნელია ამ თემაზე ლაპარაკი. მე რომ მცოდნოდა, ქმარიც ჰყავდა და მეგობარი მამაკაციც, თავს მოვაჭრიდი, მაგრამ ხომ არის რაღაც მიზეზი, რის გამოც ვთქვათ და უღალატა. მე როგორც ვიცი, ომარის სიმთვრალეში ბევრი ეშლებოდა. ემოციური და ფიცხი ბიჭი იყო. მათი კამათი უკავშირდებოდა იმას, რომ ომარის სახლიდან ოქრო და ფული გაჰქონდა, სად მიჰქონდა არავინ იცის.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება მეზობლების ჩვენებებს, ეხლა გახდა მაგდა ცუდი დედა? მანამდე ამბობდნენ, რომ კარგი დედა იყო. ლილიც მანამდე ამბობდა, რომ კარგი დედა იყო, ძალიან კარგად უვლიდა ქმარ-შვილსო. ესე იგი რაღაც მოხდა ადამიანში, რომ იძულებული გახდა მეგობარი ჰყოლოდა, რომ თანგრძნობა გაეწია. ამ ბიჭს (ოთო ბერძენიშვილი) რა შეეშალა იცი? თანაკლასელის ცოლთან არ უნდა გაებედა ურთიერთობა. გესმით, ეს რა არაკაცი და არაადამიანია?

- თქვენ რამდენიმე დღის წინ თქვით, რომ მომხდარის თქვენებური ვერსია გაქვთ...

- რაც არ დამინახავს, ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ ყველა საკითხს შეიძლება გამოვეკიდოთ. ომარის ძმა, მახო დაკრძალვის წინა დღეს გამოჩნდა ოჯახში. სად იყო მანამდე არავინ იცის, რამდენიმე დღით ადრე სტამბულშიც ეძებდნენ და აქაც. გვაჩვენოს პასპორტი, რა დროს გადმოკვეთა საზღვარი. ადვოკატმა, რომ ჰკითხა ეჩვენებინა გადმოკვეთის თარიღი, გაბრაზდა, რაში გაინტერესებთო.... ასევე ერთი საეჭვო ფაქტი - იმ ტრაგიკულ დღეებში ლილის ვურეკავდი ხოლმე, მისი პირადუ ნომერი გამორთული იყო. იცით როგორი შთაბეჭდილება დამრჩა? ტელეფონის კარტას ცვლიდა და სხვა ნომრიდან მიკავშირდებოდა. ვხედავდი, რომ ტელეფონზე ლაპარაკობდა, მაგრამ ტელეფონში თავისი ნომერი არ ჰქონდა ჩადებული. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ლილი მახოს ხელს აფარებს.

- როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ბოლო პერიოდში მახოს და ომარის?

- ძმებს დაძაბული ურთერთობა ჰქონდათ. "ფეისბუქზე" იყო მიმოწერა, ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ომარი ეუბნეოდა, არ დაგინახო აქ ჩამოსულიო. ვიღაც გოგოს ცოლად მოყვანას უშლიდა. არსებობს ასევე სხვა გოგონა, რომელიც მახოსთან მეგობრობდა, შემდეგ დაშორდნენ. ეს გოგონა ლანას და მაგდასაც იცნობდა. მახომ ეს არ იცოდა. რომ გაიგო, დაურეკია ამ გოგოსთვის და უთქვამს, მოგკლავ, ყელს გამოგჭრი, მოგზავნილი ხარო. ერთი თვის წინ მოხდა ეს ამბავი. ძალიან შეეშინდა ამ გოგონას, მუქარის მესიჯები ჩაწერილი გვაქვს. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ლანას და კიდევ მის სამ მეგობარს, მახო ძალიან ემუქრება. იცით მე გაგებული მქონდა, რომ მახო "ისლამურ დაჯგუფებაში" შესვლა აპირებდა. სურათებიც მოვიპოვეთ, სადაც უცნაურად გამოიყურებოდა, წვერიან ბიჭებთან ერთად იყო. საბრძოლველად უნდოდა თურმე წასვლა, ომარი სულ ეჩხუბებოდა ამაზე. ძმებს შორის დიდი ომი იყო, ეუბნეოდა ნუ მარცხვენო. უშლიდა "ისლამურ დაჯგუფებაში" წასვლას. მე რომ ძმების დიალოგი წავიკითხე გული დამეწვა. ომარიმ ძალიან დაჩაგრა მახო.

იხილეთ ვიდეო

- თქვენი მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბევრს საუბრობენ....

- ამაზე მინდოდა მეთქვა... ბოლოს დ აბოლოს, გაიგოს ყველამ. ძალიან კარგი ქმარი მყავდა, თუმცა ბიზნესში ჩაიძირა და იძულებული გახდა აქაურობას მოშორებოდა. დიდი ვალები ჰქონდა. წავიდა კიევში. იქ დაუკავშირდა ისეთ ბიჭებს, ვინც ნარკოტიკთან შეხებაში იყვნენ, მანაც ნარკოტიკის მიღება დაიწყო. იქიდან რომ ჩამოვიდა, ყველაფერი გამაყიდინა.ძალიან აგრესიული იყო, რამდენჯერმე ღამე მოგვივარდა... იძულებული ვიყავი სახლიდან გამეშვა. მერე გაიჩინა მეგობარი ქალი და მისი სახლის სახურავიდან ჩამოვარდა.

შეგახსენებთ,მამა-შვილი, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის დეკემბერს დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე მოკლულები იპოვეს.

ნინო დათაშვილი

Ambebi.ge

ასევე ნახეთ: მაგდა პაპიძემ დარბაზიდან გაყვანა ითხოვა - რაზე ისაუბრა ექსპერტმა, რომელმაც მამა-შვილი ქაფიაშვილების ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარა

"მემუქრება, შენი სისხლით უნდა მოვრწყა სადარბაზოო" - მაგდა პაპიძის და და დედა მოკლული ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრებს დაუპირისპირდნენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ