"ბავშვთა ახალი კლინიკა" მოქალაქე მაგდა კალანდაძეს სასამართლოში უჩივის

"ბავშვთა ახალი კლინიკა" მოქალაქე მაგდა კალანდაძეს სასამართლოში უჩივის

ბავშვთა ახალი კლინიკის ადმინისტრაციამ საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა. 

"ბავშვთა ახალი კლინიკა" მოქალაქე მაგდა კალანდაძეს საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო უჩივის.

"26 ივნისს მოქალაქე კალანდაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის მედ-პერსონალის სამედიცინო შეცდომების შესახებ საჯარო პოსტი გამოაქვეყნა და იუწყებოდა, რომ კლინიკის მიერ სხვადასხვა პაციენტის მიმართ დაშვებული იყო მძიმე ხასიათის სამედიცინო შეცდომები, რამლებმაც პაციენტების ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო ერთ-ერთ შემთხვევაში, პაციენტის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მაგდა კალანდაძის "ფეისბუქ განცხადებაში" მოყვანილი ფაქტები, შეისწავლა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ, კილინიკაში ასევე ჩატარდა შიდა მოკვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და სამედიცინო მომსახურებები კლინიკაში ჯეროვნად არის გაწეული.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კლინიკის ადმინისტრაცია სასამართლოს გზით ითხოვს მოქალაქე კალანდაძისგან გავრცელებული ცნობების საჯარო უარყოფას", - აღნიშნულია კლინიკის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: ბავშვთა კლინიკაში მომხდარი ფაქტებიდან ერთ-ერთი ნაწილობრივ დასტურდება - რა დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ