ბავშვთა კლინიკაში მომხდარი ფაქტებიდან ერთ-ერთი ნაწილობრივ დასტურდება - რა დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ

ბავშვთა კლინიკაში მომხდარი ფაქტებიდან ერთ-ერთი ნაწილობრივ დასტურდება - რა დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ

რამდენიმე დღის წინ AMBEBI.GE-მ ფეისბუქ-მომხმარებელ მაგდა კალანდაძის პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო პერსონალის გულგრილობის შესახებ შემაძრწუნებელ ამბებს ყვებოდა. პოსტმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ჯანდაცვის სამინისტრომ გახმაურებულ ფაქტებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

"სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა, სოციალურ ქსელ facebook-ზე 25.06.16წ. გამოქვეყნებული შემთხვევები, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე "ბავშვთა ახალ კლინიკაში" პაციენტებისთვის გაწეული არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების რამდენიმე შემთხვევის შესახებ წერს.

აღწერილი შემთხვევებიდან ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება ერთი ფაქტი. კათეტერის ამოღებისას, პაციენტს მაკრატლით კანი და კანქვეშა ქსოვილი დაუზიანდა, თუმცა, იქვე ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და საბედნიეროდ, ამ დაზიანებას გართულებები არ მოჰყოლია. აღნიშნულის გამო დაწესებულების ადმინისტარციის მიერ გატარებულ იქნა შესაბამისი ღონისძიებები...

რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი პაციენტის მშობელსაც დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სამედიცინო დაწესებულების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

რაც შეეხება მეორე ფაქტს, თითქოსდა ექთანმა შეცდომით პაციენტს არასწორი ხსნარი გადაუსხა, რასაც ბავშვის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა, შესწავლის შედეგად არ დადასტურდა.

წერილში არის კიდევ ერთი ისტორია - ჰქონდა თუ არა ადგილი არასწორად ჩადგმული ზონდის გამო პაციენტის გარდაცვალებას? პირველადი მონაცემები არ არის საკმარისი ამ ფაქტის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის და საკითხი საჭიროებს გაღრმავებულ შესწავლას, რასაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს", - აღნიშნულია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს განცხადებაში.

იხილეთ ასევე: "ბავშვთა ახალი კლინიკა" მოქალაქე მაგდა კალანდაძეს სასამართლოში უჩივის

რას პასუხობს კლინიკა ფეისბუქ-მომხმარებელს, რომელმაც ბავშვთა საავადმყოფოში მომხდარი გაუგონარი ფაქტი გაახმაურა

"ექთანს არასწორად ჩაუდგამს ზონდი... ვერავინ მიხვდა, რომ იხრჩობოდა ბავშვი" - თბილისში ბავშვთა კლინიკაში მომხდარ გაუგონარ ფაქტზე ფეისბუქ-მომხმარებელი წერს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი