ლელა კილაძე და მეგობრები გუკა რჩეულიშვილის პროცესზე

ლელა კილაძე და მეგობრები გუკა რჩეულიშვილის პროცესზე

დღეს საქალაქო სასამართლოში გუკა რჩეულიშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების დადასტურების პროცესი გაიმართება. ადვოკატები "ცენტრ-პოინტის" გენერალური დირექტორის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. როგორც რჩეულიშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი "უკვე გამოცხადდა მართლმსაჯულების წინაშე, ჩაბარდა სამართალდამცველებს და შესაბამისად არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდეს შეფარდებული".

ადვოკატის თქმით, ალტერნატივის სახით ისინი სასამართლოს გირაოსაც შესთავაზებენ, თუმცა თანხის ოდენობას მამუკა ჭაბაშვილი ამ დროისთვის ვერ ასახელებს.

პროკურატურა კი გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.

საქალაქო სასამართლოში პროცესზე დასასწრებად მივიდა გუკა რჩეულიშვილის მეუღლე ლელა კილაძე. მასთან ერთად იმყოფებიან რჩეულიშვილის მეგობრები თიკო სადუნიშვილი, მიშა მესხი, ერეკლე დეისაძე და სხვები. პროცესს ესწრებიან რჩეულიშვილის ოჯახის სხვა წევრებიც, მათ შორის ვახტანგ რჩეულიშვილი, რომლის თქმით, გუკა რჩეულიშვილი იქამდე არ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, სანამ მაია რჩეულიშვილი არ გამოვა.

ფოტო: დავით ტეტელოშვილი

ასევე წაიკითხეთ: ლელა კილაძის ფოტო, რომელიც გუკა რჩეულიშვილის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ