"ჩემი მეუღლე ორსულადაა, ჰყავს სამი შვილი და გთხოვთ, ეს გარემოება გაითვალისწინოთ" - გუკა რჩეულიშვილი სასამართლოზე

 "ჩემი მეუღლე ორსულადაა, ჰყავს სამი შვილი და გთხოვთ, ეს გარემოება გაითვალისწინოთ" - გუკა რჩეულიშვილი სასამართლოზე

"ჩემი მეუღლე არის ორსულად, ასევე ჰყავს სამი შვილი და გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს გარემოება", - ასე მიმართა "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილმა მოსამართლეს და სთხოვა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალოს. შეგახსენებთ, ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილისგან შვილს ელოდება.

გუკა რჩეულიშვილის ადვოკატმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და იგი სასამართლო დარბაზშივე გათავისუფლდეს, ალტერნატივის სახით კი ადვოკატმა გუკა რჩეულიშვილისთვის გირაოს სახით 100 ათასი ლარის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რომელიც, როგორც ადვოკატმა განმარტა, უზრუნველყოფილი იქნება გუკა რჩეულიშვილის მეუღლის უძრავი ქონებით.

წაიკითხეთ: ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილისგან შვილს ელოდება: "კლავენ ერთ ადამიანს და იბადება მეორე..."

ბრალდებულმა რჩეულიშვილმა, ადვოკატის მიერ დაყენებული შუამდგომლობის შემდეგ მოსამართლეს თავადაც მიმართა.

"მინდა განვმარტო, რომ საზღვარგარეთ ჩემი წასვლა უკავშირდებოდა ჩემს სამსახურეობრივ საქმიანობას. მოგეხსენებათ, ვარ პროდიუსერი და ფილმების გადაღების გამო მიწევდა ქვეყნის დატოვება. ბოლო პერიოდში კი, არანაირი პროექტი არ მაქვს და შესაბამისად, საზღვარგარეთაც ვერ წავიდოდი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე არის ორსულად, ასევე ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, მარტოა მათთან და ზრდის. ამიტომ, გთხოვთ, ეს გარემოებაც გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას. კიდევ ერთს დავამატებ, თუ ეს გადაწყვეტილება რაიმე სახით შეაფერხებს დედაჩემის, მაია რჩეულიშვილის პროცესს, რა თქმა უნდა, მირჩევნია, რომ ციხეში ვიჯდე", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, მისი ინტერესების დამცველმა, მარიამ ცუცქირიძემ სასამართლოს წინაშე ასევე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, ალტერნატივის სახით კი მოსამართლეს 250 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.

ასევე დაგაინტერესებთ: ლელა კილაძე რჩეულიშვილებთან გადაღებულ ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ