ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილისგან შვილს ელოდება: "კლავენ ერთ ადამიანს და იბადება მეორე..."

ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილისგან შვილს ელოდება: "კლავენ ერთ ადამიანს და იბადება მეორე..."

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ცენტრ პოინტის" საქმის განხილვა, რომელზეც ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელი ივანე ცაგურია არიან, დღეს განახლდა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან, რომლებიც თავის მხრივ, გამოძიების ინფორმაციით, "ცენტრ პოინტის" ხელმძღვანელი პირების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად დაზარალდნენ.

იხილეთ ვიდეო| როგორ ახარა ჟურნალისტებს ლელა კილაძის ორსულობა ვახტანგ რჩეულიშვილმა

ვახტანგ რჩეულიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა. როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, ვახტანგ რჩეულიშვილმა დარბაზის დატოვებამდე სასამართლოს მცირე რეპლიკით მიმართა და სთხოვა, გაეთავისუფლებინა მაია რჩეულიშვილი, სანაცვლოდ კი ის დაეკავებინათ.

ასევე იხილეთ: ლელა კილაძე რჩეულიშვილებთან გადაღებულ ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს

"ერთადერთი, ვინც შეიძლება მშენებლობა დაამთავროს, მაიაა... გამოუშვით ის და ჩვენ დაგვაკავეთ.. მე ასე, წყნარად ვერ ვიჯდები პროცესზე და მირჩევნია დარბაზი დავტოვო", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა. მოსამართლე გიორგი ებანოიძემ მას სიმშვიდისკენ ან დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

დარბაზის დატოვებამდე რჩეულიშვილმა კიდევ ერთი რეპლიკა გააკეთა ჟურნალისტების მისამართით: "ვერაფერს ვერ გვიზამენ მაინც, ღმერთი არის მაღალი. მაია დაიჭირეს და ორსულად არის ლელა, გუკას მეუღლე. ეს გუშინ გავიგე. ოჯახის ერთ წევრს იჭერენ და კლავენ, იბადება მეორე  ოჯახის წევრი... სიმბოლურია, რომ ლელა (კილაძე) ორსულადაა..." - ამ კომენტარით შემოიფარგლა ვახტანგ რჩეულიშვილი ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, ლელა კილაძე და გუკა რჩეულიშვილი რამდენიმე თვეა ერთად არიან. კილაძეს ორი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, მათ შორის ერთი თბილისის ყოფილი მერისგან, გიგი უგულავასგან. რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, მას მსახიობ ნუცა კუხიანიძესთან ერთი ქალიშვილი ჰყავს.

წაიკითხეთ: "ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველა დაიჭირეს" - ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილის დაკავების დეტალებს იხსენებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი