რას ყვებიან თვითმხილველები ვაკეში მომხდარ სროლასა და ეჭვმიტანილზე: "კაპიუშონი ჰქონდა თავზე წამოფარებული..."

რას ყვებიან თვითმხილველები ვაკეში მომხდარ სროლასა და ეჭვმიტანილზე: "კაპიუშონი ჰქონდა თავზე წამოფარებული..."

თვითმხილველის განცხადებით, ვაკეში, რიგის ქუჩაზე, მანქანაში მყოფი პირი ფეხით მოსიარულე მამაკაცმა ჩაცხრილა და ჭავჭავაძის გამზირისკენ გაიქცა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რიგისა და ფალიაშვილის ქუჩების კუთხეში მომუშავე მეყვავილემ განუცხადა.

"დავინახე, როგორ გადმოუხვია შუქნიშანზე შავმა ავტომობილმა, რომელსაც უცბად მივარდა ფეხით მოსიარულე ადამიანი, რომელსაც კაპიუშონი ჰქონდა თავზე წამოფარებული. მან ჯერ ერთი მხრიდან მოუარა ავტომობილს და იქ მჯდომ მამაკაცს ესროლა, შემდეგ კი მეორე მხრიდან მიუახლოვდა და ასევე სროლა განახორციელა.

იხილეთ ვიდეო: პირველი კადრები ვაკეში სროლის ადგილიდან - რა დაინახა თვითმხილველმა ტრაგედიის მომენტში

ამის შემდეგ ის გაიქცა ჭავჭავაძის ქუჩისკენ, ხოლო ავტომანქანიდან გასისხლიანებული ადამიანი გადმოვიდა და დახმარება ითხოვა. მაღაზიიდან გამოვიდნენ ქალები და მანქანიდან მეორე დასისხლიანებული ადამიანი გადმოიყვანეს", - განაცხადა თვითმხილველმა.

კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, შემთხვევა დაახლოებით 4-ის ნახევარზე მოხდა. "გავიგონეთ სროლის ხმა და რომ გამოვედით, კაცი იყო მოკლული. ის ტიპი გაიქცა, არავის არ დაუნახავს", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.

ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს მოკლული პირი სოსო ჯოხაძეა. იგი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის, გიორგი ჯოხაძის ძმაა.

წაიკითხეთ: ვინ იყო ვაკეში მოკლული სოსო ჯოხაძე და რა კავშირი ჰქონდა მას იუსტიციის მინიტრთან

იხილეთ ვიდეო: როგორ აღწერს მკვლელობაში ბრალდებულს თვითმხილველი - "ჩამოფარებული ჰქონდა რაღაც..."

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ