შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდანაც კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის

 შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდანაც კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცავებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის.

უწყების ცნობით, გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფის ამოღების ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, ჯახუას მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ამასთან, შსს იარაღის ამოღების ფაქტს არ ადასტურებს.

თავად გიორგი ჯახუას მტკიცებით, ის მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონია. როგორც მან დღეს, "გირჩის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 17 იანვარს, სამართალდამცავებმა ქუთაისში მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და იარაღი და მარიხუანა ამოიღეს, რომელსაც, მისი თქმით, დაავადების სამკურნალოდ იყენებდა.

წაიკითხეთ: "პოლიციელებმა კანაფის წინ "სელფის" გადაღება მაიძულეს" - რას ყვება დიაკვანი, რომლის სახლიდანაც მარიხუანა და იარაღი ამოიღეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ