ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაამართლეს

 ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაამართლეს

"ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები გია გვიჩიანი და ნიკოლოზ ჩემია გამართლდნენ. ორივე მათგანი დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გვიჩიანისა და ჩემიას განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით დაახლოებით 2 თვის წინ მიმართა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველი ის გამოძიება გახდა, რომელიც საგამოძიებო უწყებაში ხელახლა ჩატარდა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, საქმეზე მსჯავრდებულების ბრალეულობა მოპოვებული მტკიცებულებებით არ გამოიკვეთა, შესაბამისად, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს, რათა მოხდეს "ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური მენეჯერის მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

2006 წლის 15 აგვისტოს "ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გია გვიაჩიანს და ნიკა ჩემიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ნიკა ჩემიამ და გიორგი გვიჩიანმა დანაშაული არ აღიარეს, მათ უვადო პატიმრობა მიესაჯათ. მოგვიანებით პატიმრობა 20 წლით განისაზღვრა.

წაიკითხეთ: "მაშინ ვინაა ჩემი შვილის მკვლელი?" - 10 წლის შემდეგ გადახედილი განაჩენი და უპასუხო კითხვები ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ