"ჩემი ხელი სჭირდებათ მაგათ იქ... დედა უნდა ვუტირო! პროსტა, ასაკი არ მიწყობს ხელს..." - რა თანამდებობა სურდა მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოში

"ჩემი ხელი სჭირდებათ მაგათ იქ... დედა უნდა ვუტირო! პროსტა, ასაკი არ მიწყობს ხელს..." - რა თანამდებობა სურდა მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოში

მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ე.წ ციანიდის საქმის გამოძიების შუალედური შედეგები გააცნეს საზოგადოებას.

"მოცემული ეტაპისთვის ჩატარებულია ოცდაათზე მეტი მოწმის დაკითხვა, სულ ჩატარებულია ოთხმოცდაათამდე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის დათვალიერდა და ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ინფორმაციის სხვა მატარებლები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა ნაწილზე უკვე მივიღეთ დასკვნები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვისაუბროთ გამოძიების შუალედურ შედეგებზე და გავასაჯაროვოთ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი" - აღნიშნა ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

იხილეთ ვიდეო| პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა

მთავარი პროკურატურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ფარული ვიდეოჩანაწერიც. თითქმის 18-წუთიან ჩანაწერში მოქმედება სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობს და ვიდეოში ასახულია საუბარი დეკანოზ გიორგი მამალაძის და ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს შორის.

"პროსტა გარანტია მინდა რომ მოქმედი იქნება... ვიცი რომ შაქრით ნეიტრალდება (ნატრის ფხვნილი)... მაგრამ ეგ ვინც არის, ის საერთოდ არ ჭამს ტკბილს, ერიდება რა მაქსიმალურად" - ამბობს ფარულად გადაღებულ ვიდეოში დეკანოზი გიორგი მამალაძე.

ირაკლი მამალაძის კითხვაზე, "ეგ ჭიქაში არ რჩება?", მამა გიორგი მამალაძე პასუხობს: "რა ვიცი მე, არ მკიდია?! დარჩეს მერე ვინ დაადგენს რო?! ექსპერტიზა ვითომ?"

რაც შეეხება ფულის საკითხს, თუ როდის გადასცემს სასულიერო პირი ირაკლი მამალაძეს ციანიდის საყიდლად საჭირო თანხას, დეკანოზი პასუხობს: "დავურეკავ და ვეტყვი გამომიგზავნეთმეთქი. ეხლა რა ვქნა? შენს ძმობას ვფიცავარ, დღეს ერთმა გადამაგდო რა, მე მივფრინავდი დღეს, მითხრეს მოგცემთო ფულს და ფული არაა, ვერ მივდივარ, არადა გერმანიაში მელოდებიან.... ჩემი ხელი სჭირდებათ მაგათ იქა. დედა უნდა ვუტირო! პროსტა, ასაკი არ მიწყობს ხელს თორემ..." - ამბობს დეკანოზი და ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის რეპლიკაზე - "მთლად პატრიარქი... პრეტენზიას გამოაცხადებდი კი", პასუხობს: "მე ბევრ რამეზე მაქვს პრეტენზია, ჯერ თავს ვიკავებ...

ახლა გეტყვი პირდაპირ: ესენი იბრძვიან რომ მე მოვხვდე იქ, შიგნით (საპატრიარქოში), რაღაც თანამდებობაზე. ქონებაში ხომ ვარ. ჩვენ ქონება არ გვაწყობს. ქონება ისეთი თემა არაა. ეს იყო იმისთვის რომ იქ შევსულიყავით... მე წავალ ბოტკოველის ადგილზე, ან შორენას ადგილზე, ან მამა დავითის (გულისხმობს არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულს) ადგილზე. უფრო პირველ რიგში მამა დავითის ადგილზე. არ ჩანს ეგ, პატრიარქს რომ უდგას სულ უკან ეგაა... მისი ძმა ჯვრის მონასტრის წინამძღვარია, ლოთია" - ამბობს პირისპირ საუბარში მამა გიორგი მამალაძე.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ პროკურატურის განცხადება ვრცლად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ